საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, რომელიც თბილისში, “დინამო არენაზე” შედგა, სტუმარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “არ მიმაჩნია, რომ ამ ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს. როგორც ყველა მწვრთნელი, მეც ჩემს გუნდს ხვალ გამარჯვებისთვის ვამზადებ, რამდენადაც შესაძლებელია, საუკეთესო ფეხბურთის თამაშს შევეცდებით და იმედია სასურველ შედეგს მივიღებთ. ამ მომენტში საქართველო გუნდურად ძალიან კარგად […]