ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე “დინამო თბილისის” გამარჯვებით დასრულდა. გიორგი ნემსაძემ სადებიუტო წრის 9 მატჩიდან 7 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთშიც დამარცხდა. საერთო ჯამში, მოქმედმა ჩემპიონმა 22 ქულას მოუყარა თავი და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსიც დაიბევა. თბილისელები კარგ ფორმაში არიან და ზედიზედ 6 შეხვედრის მოგებაც მოახერხეს. ჩემპიონობის კიდევ ერთი ფავორიტი, თბილისელთა მოსახელე ბათუმური კლუბი მეორე […]
კახა ჩხეტიანი: “ტორპედოდან არ დამკავშირებიან, მაგრამ შემოთავაზების შემთხვევაში, წინადადებას განვიხილავ”
მიხეილ აშვეთიამ ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.მიხეილ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გულშემატკივრებს შორის რამდენიმე იმ კანდიდატის სახელმა და გვარმა გაიჟღერა, რომელმაც შესაძლოა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და ისტორიული კლუბი ჩაიბაროს. მიხეილ აშვეთიამ ქუთაისის ტორპედო დატოვა – ახალი მწვრთნელის ვინაობა უცნობია ერთ-ერთი მათგანი, კახა ჩხეტიანია, რომლის სახელიც იმერულ გუნდთან ყოველთვის ასოცირდება. კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო […]
მიხეილ აშვეთიამ ქუთაისის ტორპედო დატოვა – ახალი მწვრთნელის ვინაობა უცნობია
საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი გუნდი, ქუთაისის “ტორპედო” მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ დატოვა. ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია იმერული კლუბის Facebook-ის ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა. როგორც საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალში, მარტვილის “მერანთან” პენალტების სერიაში – 1:3 მარცხის შემდეგ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, 43 წლის სპეციალისტმა გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა. საქართველოს […]
ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური რამდენიმე გამორჩეული მატჩით გახდა დასამახსოვრებელი, ხუთიდან სამ შეხვედრას გამარჯვებული ჰყავდა, ორში კი ფრე დაფიქსირდა. საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე სათამაშო კვირა ორი დღისგან შედგებოდა. 20 მარტს სამი მატჩი გაიმართა’, 21-ში კი დარჩენილი ორი. ტური ეროვნულ ლიგაში მიმდინარე სეზონში დაწინაურებული ორი დასავლური კლუბის დაპირისპირებით დაიწყო – ზესტაფონში, “შუქურამ” “სამგურალს“, მიხეილ სარდალიშვილისა და გიორგი […]
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი საინტერესოდ იწყება. უკვე მეორე ტურში, ქართული დერბი შედგა და მასში ერთმანეთს ქვეყნის ორი ყველაზე წარმატებული კლუბი, ქუთაისის “ტორპედო” და “დინამო თბილისი” დაუპირისპირდნენ. პრინციპული მეტოქეების შეხვედრას ამჯერად ქუთაისმა უმასპინძლა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით – 2:0 დასრულდა. ტრადიციულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმაშია ერთი თუ მეორე გუნდი, […]
თემურ მახარაძემ რუსთავი დატოვა – გუნდს გამოცდილი სპეციალისტი გაწვრთნის
საფეხბურთო კლუბ “რუსთავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ქვემოქართლურ კლუბს გამოცდილი სპეციალისტი ვლადიმერ ხაჩიძე უხელმძღვანელებს. კლუბის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდი თემურ მახარაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. 69 წლის ხაჩიძეს წარსულში ხაშურის “ივერიას”, გორის “დილას”, “ბორჯომს”, “გაგრას”, “ვიტ ჯორჯიას” თავკაცობდა, ბოლოს კი ქუთაისის “ტორპედოში” მიხეილ აშვეთიას ასისტენტი გახლდათ.
ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის შეხვედრები დასრულდა და საქართველოს ჩემპიონატმა თითქმის ერთთვიანი პაუზაა აიღო. ზაფხული პირველ პოზიციაზე “დინამო ბათუმმა” დაასრულა, რომელმაც ბოლო შეხვედრა თბილისში, “მერანს” – 2:1 მოუგო. აჭარელთა ლიდერობაში წვლილი მათმა უშუალო კონკურენტმაც შეიტანა – “დინამო თბილისმა” ქულები კახეთში, “თელავთან” დაკარგა – 0:0. კიდევ ერთი უგოლო ფრე ითამაშა კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა – “ლოკომოტივმა” სამტრედიიდან ქულა წამოიღო. […]
ქუთაისში ტორპედო და თელავი დაზავდნენ – დებიუტანტმა პირველი წრე ერთადერთი წაგებით დაასრულა
საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო ტური ქუთაისში გაიხსნა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, “ტორპედომ” “თელავს” უმასპინძლა და ფრე 1:1 ეთამაშა. მატჩამდე, მასპინძლებს 8 ქულა ჰქონდათ, გასავარდნ ზონას 1 საფეხურით უსწრებდნენ და მეშვიდე ადგილს იკავებდნენ. რაც შეეხებათ სტუმრებს მათი მონაგარი 11 ქულა და მეხუთე ადგილი იყო. წინა ტურში, იმერლებმა სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვეს და თბილისში, “ლოკომოტივს” […]
10 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში
რუსულმა საფეხბურთო გამოცემა Soccer.ru-მ რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების საუკეთესო ათეული გამოაქვეყნა. სტატიაში წერია, რომ რუსეთში 100-ზე მეტ ქართველს უთამაშია და ისინი მხოლოდ უკრაინელებს, ბელარუსებს, ბრაზილიელებს და სერბებს ჩამორჩებიან. თუმცა, საუკეთესოთა შორის მხოლოდ ისინი მოხვდნენ, ვინც საქართველოს სახელით გამოდიოდა, სწორედ ამიტომ არ არიან სიაში ომარ თეთრაძე, გიორგი ჯიქია და სხვები. 10. გია გრიგალავა (“როსტოვი”, “მოსკვა”, […]
ქართული გოლები ჩემპიონთა ლიგაზე (ფოტო/ვიდეო)
კორონავირუსმა მსოფლიო სპორტი დროებით შეაჩერა და სპორტის მოყვარულთათვის უკვე გაუსაძლისია უსპორტობა, თუმცა ნელ-ნელა მსოფლიოში სპორტული მოვლენები ნახლდება, მაგალითისთვის: შვეიცარიის ჩემპიონატი, ავსტრიულმა და ესპანურმა კლუბებმა ვარჯიში განაახლეს და სეზონის განახლებას ელიან, იტალიის სერია ა-ს გუნდები 4 მაისიდან დაიწყებენ ვარჯიშს, ბუნდესლიგა კი 9 მაისს განახლდება. ყველასთვის საყვარელი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ბედი ჯერჯერობით უცნობია. ვინაიდან და […]