ეროვნული ლიგა: XX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეოცე ტურში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტებიც დაუპირისპირდნენ და ცხრილში სიახლეები და სენსაციური შედეგებიც ვიხილეთ. მეოთხე სათამაშო კვირა 17 ივნისს, სამტრედიაში, ადგილობრივი “სამტრედიასა” და გორის “დილას” დაპირისპირებით გაიხსნა, რომელშიც სტუმრებმა – 2:1 იმარჯვეს. ეროსი მანჯაგალაძის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში გოლები სტუმართა მხრიდან თორნიკე კაპანაძემ და უსმანე კამარამ […]
ეროვნული ლიგა: IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში 2021 წლის სეზონის პირველი წრე დასრულდა. მეცხრე ტურში ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთ ყველაზე უხვგოლიანი სათამაშო კვირა “სამტრედიასა” და “საბურთალოს” მატჩით გაიხსნა – იმერეთში შემდგარ შეხვედრაში თბილისელებმა დმიტრი მანდრიჩენკოს ჰეთ-თრიკის მეშვეობით – 3:2 იმარჯვეს. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მასპინძელთაგან ირაკლი რუხაძემ და ნათან ჟუნიორმა გაიტანეს. ტურის მეორე შეხვედრაში თბილისური დერბი შედგა, […]
ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური რამდენიმე გამორჩეული მატჩით გახდა დასამახსოვრებელი, ხუთიდან სამ შეხვედრას გამარჯვებული ჰყავდა, ორში კი ფრე დაფიქსირდა. საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე სათამაშო კვირა ორი დღისგან შედგებოდა. 20 მარტს სამი მატჩი გაიმართა’, 21-ში კი დარჩენილი ორი. ტური ეროვნულ ლიგაში მიმდინარე სეზონში დაწინაურებული ორი დასავლური კლუბის დაპირისპირებით დაიწყო – ზესტაფონში, “შუქურამ” “სამგურალს“, მიხეილ სარდალიშვილისა და გიორგი […]
ელიგის დებიუტანტის სადებიუტო ტრანსფერი
ეროვნული ლიგის დებიუტანტი თბილისის “მერანი” ჩემპიონატის დაწყებამდე პირველ ტრანსფერს აოფიციალურებს. თბილისურმა გუნდმა გამოცდილი ნახევარმცველი მიხეილ სარდალიშვილი დაიმატა. 27 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სარდალიშვილს “ზესტაფონში”, “გაგრასა” და “ტორპედოში” უთამაშია, კარიერის უმეტესი ნაწილი კი საჩხერის “ჩიხურაში” გაატარა, სადაც წინა სეზონში 34 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. კლუბის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, თბილისის “მერანი” […]