დანიელ მალდინი მომავალ სეზონს ემპოლიში გაატარებს
,,მილანის” შემტევი, დანიელ მალდინი მომავალ სეზონში ,,ემპოლიში” ითამაშებს. 21 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდს იჯარის წესით შეუერთდა. იტალიური კლუბის ვებგერდის ცნობით, იჯარის ხელშეკრულება მალდინის გამოსყიდვის უფლებასაც ითვალისწინებს. 21 წლის ნახევარმცველმა გასული სეზონი ასევე იჯარის წესით ,,სპეციაში” გაატარა და 20 შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო (მათ შორის ორი მილანისა და ინტერის წინააღმდეგ). მალდინის ,,მილანთან” კონტრაქტი 2024 წლის […]
ტონალის აგენტი: ,,ნიუკასლი სანდროსთვის იდეალური პროექტია”
სანდრო ტონალის აგენტმა, ჯუზეპე რიზომ, იტალიელი ფეხბურთელის ,,ნიუკასლში” გადასვლაზე ისაუბრა: ,,ეს შესანიშნავი გარიგებაა, ნიუკასლი ტონალისთვის იდეალური პროექტია. გუნდს სანდროს გადაბირება ნებისმიერ ფასად სურდა. ტონალი ,,ნიუკასლის” საკვანძო ფეხბურთელი გახდება. ეს გარიგება, ასევე, ,,მილანისა” და ,,ბრეშას” ფინანსებსაც წაადგება,” – განაცხადა რიზომ. ,,მილანი” სანდრო ტონალის სანაცვლოდ ,,ნიუკასლისგან” 70 მილიონ ევრომდე მიიღებს. 23 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში ,,როსონერის” მაისურით […]
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის მეშვიდე შეხვედრაში ,,მილანმა” თორნიკე შენგელიას ,,ბოლონიას” უმასპინძლა და 12-ქულიანი სხვაობით, ანგარით 67:55 დაამარცხა. შედეგად, ეტორე მესინას გუნდმა სერია 4:3 დახურა და იტალიის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი 30-ედ მოიგო. შენგელიამ მატჩში 32 წუთამდე ითამაშა, რა დროშიც 13 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 3-დან 2 […]
უეფას ევროპის 21-წლამდელთა 2023 წლის ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრის წინ, ბელგიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და “მილანის” ნახევარმცველმა, შარლე დე კეტელაერმა საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა. “როგორც ჩვენმა მწვრთნელმა აღნიშნა ნიდელრანდების ნაკრების წინააღმდეგ გუნდური სულისკვეთებით და ხარისხით ვითამაშეთ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ვფიქრობ ჩვენმა მეტოქემ ხასიათი და სულისკვეთება აჩვენა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ კარის […]
იტალიური მედია: სანდრო ტონალის ნიუკასლში ტრანსფერი გადაწყვეტილია
იტალიური მედიის ინფორმაციით, “მილანის” და იტალიის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, სანდრო ტონალი უდიდესი ალბათობით საკლუბო კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი “ნიუკასლში” გააგრძელებს. ირკვევა, რომ “როსონერი” ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავად ტონალის ანაზღაურება ყოველწლიური 8 მილიონი ევრო იქნება, მაშინ როცა “მილანში” ის მხოლოდ 2.5 მილიონს იღებდა. სანდრო ტონალი “მილანმა” 2020 წლის 9 სექტემბერს, “ბრეშადან” შეუერთდა […]
სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
“მილანის” ყოფილი პრეზიდენტი და იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბერლუსკონი მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის ბოლო კვირების განმავლობაში გამწვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკურნალობდა. ბოლო წლების განმავლობაში, სილვიო ბერლუსკონის ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია აწუხებდა, რომელიც ბოლო თვეებში გაუმწვავდა და ფილტვების დაზიანებით კლინიკაში მოხვდა. სილვიო ბერლუსკონი “მილანს” 1986-2017 წლებში ხელმძღვანელობდა და მის […]
იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის დასრულებისთანავე “მილანმა” მოულოდნელი და შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მიიღო. მილანმა მალდინი დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლა მალდინის გათავისუფლებამ მილანის ვარსკვლავები აღაშფოთა “როსონერის” ხელმძღვანელებმა გუნდიდან სპორტული დირექტორი – პაოლო მალდინი გაათავისუფლეს. ლეგენდასთან ერთად, “მილანი” გუნდის ვიცე დირექტორს რიკი მასარასაც დაატოვებინეს. ხელმძღვანელების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რაფაელ ლეაო და “როსონერის” ვარსკვლავები შოკში ჩააგდო და აღაშფოთა. მოგვიანებით, “როსონერის” […]
მალდინის გათავისუფლებამ მილანის ვარსკვლავები აღაშფოთა
იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის დასრულებისთანავე “მილანმა” მოულოდნელი და შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მიიღო. “როსონერის” ხელმძღვანელებმა გუნდიდან სპორტული დირექტორი – პაოლო მალდინი გაათავისუფლეს. ლეგენდასთან ერთად, “მილანი” გუნდის ვიცე დირექტორს რიკი მასარასაც დაატოვებინეს. ხელმძღვანელების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რაფაელ ლეაო და “როსონერის” ვარსკვლავები შოკში ჩააგდო და აღაშფოთა. აღნიშნულ ინფორმაციას La Repubblica და Milannews.it ავრცელებენ. წყაროს მტკიცებით, ხელმძღვანელების მიერ […]
მილანმა მალდინი დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლა
“მილანის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, პაოლო მალდინი “როსონერის” ტოვებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციის თანახმად, მისი და კლუბის ხედვები განსხვავებული იყო. დღეს მხარეებს შორის საკმაოდ რთული შეხვედრა შედგა, სადაც მალდინის წასვლა გადაწყდა. მასთან ერთად “მილანს” დატოვებს გუნდის ვიცე დირექტორი რიკი მასარა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით კლუბი ოფიციალურ განცხადებას მალე გაავრცელებს.
მილანი იბრაჰიმოვიჩის ჩანაცვლებას მარკო არნაუტოვიჩით აპირებს
მრავალი წყარო იუწყება, რომ მილანმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად “ბოლონიის” თავდამსხმელი მარკო არნაუტოვიჩი აირჩია, რომელიც კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ “როსონერი” ახალგაზრდა თავდამსხმელის დამატებას გეგმავს, კლუბს მაინც სურს ვეტერანი, რომელიც ზლატანის ფუნქციებს მთლიანად შეითვისებს. უკვე დიდი ხანია, რაც Sky Sport Italia, Sportitalia და MilanNews ამ ტრანფერის შესახებ წერს, რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ მალე […]
“ჩემი ხილვა ყველაზე გამორჩეული მომენტია თქვენს ცხოვრებაში” – ზლატანი ვერონას ფანებს
41 წლის შვედმა ვარსკვლავმა პროფესიონალური კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის უკანასკნელ საშინაო შეხვედრაში, ზლატანი “როსონერის” ფანებს სიტყვით მიმართავდა, რა დროსაც მას “ვერონას” ტიფოზები უსტვენდნენ. ზლატანმა ჩვეულ სტილს არ უღალატა და მეტოქე გუნდის ფანებისთვისაც მოიცალა. “სტვენა განაგრძეთ. ჩემი ყურება ყველაზე გამორჩეული მომენტია თქვენს ცხოვრებაში”, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა ზლატანი “ვერონას” ფანებს. […]
ოფიციალურად: ლეაომ მილანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, რაფაელ ლეაო “მილანის” ღირსებას 2028 წლის 30 ივნისამდე დაიცავს. “როსონერის” ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პორტუგალიელ ვარსკვლავთან მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც ლეაომ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. “მილანს” განახლებული კონტრაქტის ოფიციალური პირობები არ გაუსაჯაროვებია, თუმცა, მედია საშუალებები აღნიშნავენ, რომ პორტუგალიელის ანაზღაურება 7 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით […]