Liverpool Echo-მ სტატია იმ გამორჩეული ფეხბურთელების შესახებ გამოაქვეყნა, რომელთა შეძენა რაფაელ ბენიტესს “ლივერპულში” მუშაობის დროს უნდოდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. სიაში, დავიდ სილვას, დანი ალვეშის, ნემანია ვიდიჩისა და სხვა მოთამაშეების გვერდით მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” მცველი, კახა კალაძე. ბენიტესს ქართველი ფეხბურთელის შეძენა 2007 წელს უნდოდა, როდესაც კალაძეს “მილანის” მფლობლთან და მწვრთნელთან კონფლიქტი ჰქონდა. […]