დონარუმას კონტრაქტის დეტალები ცნობილია ?!
იტალიური და ფრანგული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჯი დონარუმა “პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტის გაფორმების ზღვარზეა. წყაროს მტკიცებით, პარიზული გრანდის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში დაადასტურებენ ტრანსფერს. Sky Sport Italia აღნიშნავს, რომ იტალიელი კიპერი პარიზულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. კონტრაქტის თანახმად, დონარუმა მხოლოდ ხელფასის სახით, ყოველწლიურად €12 მილიონს მიიღებს, რომელსაც ბონუსებიც დაემატება. დონარუმა სამედიცინო შემოწმებას ფლორენციაში, […]
დონარუმას შეცდომის შედეგად უდინეზე დაწინაურდა (ვიდეო)
დუდელანჟი 0:1 მილანი (ვიდეო)
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, ლევან ყენიას “დუდელანჟი” – “მილანს” დაუპირისპირდა. ქართველ ფეხბურთელს აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. მატჩი, მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 0:1 დასრულდა და ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი გონსალო იგუაინი გახდა.
დღეს რივალდოს დაბადების დღეა !!
1972 წლის 19 აპრილს, ბრაზილიის ქალაქ რესიფში პატარა ბიჭი დაიბადა და სახელად რივალდო დაარქვეს. რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირა გაიზარდა და საოცარი ფეხბურთი ითამაშა. ყველა ბრაზილიელისთვის რივალდო საყვარელ ფეხბურთელად იქცა. დღეს ბრაზილიელს 48 წელი შეუსრულდა. რივალდოს კარიერის განმავლობაში უთამაშია ისეთ კლუბებში, როგორებიც “მილანი” და “ბარსელონა” არიან. გავიხსენოთ ბრაზილიელი ლეგენდის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გამორჩეული გოლი, […]
ედგარ დავიდსი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩში მოედნიდან გააძევეს
“მილანის”, “ბარსელონას”, ტურინის “იუვენტუსის”, ამსტერდამის “აიაქსისა” და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ედგარ დავიდსი სამწვრთნელო კარიერას იწყებს, თუმცა, არც ისე სახარბიელოდ. 8 წლის განმავლობაში მოთამაშე-მწვრთნელად და ასისტენტად მუშაობის შემდეგ, ვეტერანმა ნიდერლანდელმა დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყება სცადა და პორტუგალიის რანგით მესამე დივიზიონის გუნდ “ოლაენსეს” ჩაუდგა სათავეში. დავიდსმა გუნდს პირველად 10 იანვარს, “ლუსიტანუ ევოსთან” მატჩში უხელმძღვანელა, რომელშიც მეგობრული ანგარიში […]
ევრო 2020: ყველაფერი, რაც იტალიის ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ
პროფილი იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა: 1898 წლის 26 მარტს ფიფას წევრი: 1905 წლიდან უეფას წევრი: 1954 წლიდან პრეზიდენტი: გაბრიელე გავირია ფიფას რეიტინგი: 7 (2021 წლის 27 მაისიდან) უმაღლესი შედეგი რეიტინგში: 7 (1993 წლის ნოემბერი, 2007 წლის თებერვალი, 2007 წლის აპრილიდან ივნისამდე, 2007 წლის სექტემბერი) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 21 (2018 წლის აგვისტო) საშინაო არენა: სხვადასხვა […]
ევროპის ლიგა: ყველა მერვედფინალისტი ცნობილია
24-25 თებერვალს ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა და შემდეგ ეტაპზე გასული გუნდებიც ცნობილი გახდა. 16 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი სამმა ინგლისურმა, ორმა იტალიურმა, ორმა ესპანურმა, ორმა უკრაინულმა და თითო-თითო ნორვეგიულმა, ნიდერლანდურმა, შოტლანდიურმა, შვეიცარიულმა, ხორვატულმა, ბერძნულმა და ჩეხურმა კლუბმა მოიპოვა. ევროპის ლიგის 2020/21 წლების სეზონის მერვედფინალში შემდეგი გუნდები ითამაშებენ: ლონდონის “ტოტენჰემი” ამსტერდამის “აიაქსი” ლონდონის “არსენალი” “მიოლდე“ […]