როგორც ჩანს, იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში, “მილანის” წინააღმდეგ (1:0) მოედნიდან ნაადრევმა გაყვანამ, კრიშტიანუ რონალდუ ძალიან განარისხა. ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა მოედანი 55-ე წუთზე დატოვა, მის ნაცვლად კი თამაშში ერთადერთი გოლის ავტორი პაულო დიბალა ჩაერთო. 5 ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი ამან ძალიან გააბრაზა და მოედნიდან გასვლის შემდეგ “ბებერი ქალბატონის” მთავარ მწვრთნელ მაურისიო სარის ხელი არ ჩამოართვა, […]