თრეილერი: ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ფილმი გადაიღეს (ვიდეო)
ოლივიე ჟირუ ჩელსის ემშვიდობება – ფრანგი თავდამსხმელი კარიერას იტალიაში გააგრძელებს
დიდი ალბათობით, მალე საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს. იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” 34 წლის ფორვარდი სერია A-ში გადაბარგდება და “მილანთან” 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ცნობილია, რომ “როსონერიმ” მოთამაშეს ხელფასის სახით წელიწადში 4 მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურება შესთავაზა. ახლა მხარეები ლონდონურ კლუბს ელოდებიან, რათა თავდამსხმელი გაათავისუფლოს. ჟირუს ამჟამინდელი კონტრაქტი […]
ოფიციალურად: ჩალჰანოღლუ ინტერის ფეხბურთელია
ჰაკან ჩალჰანოღლუ “მილანიდან” კარიერას “ინტერში” გააგრძელებს. ტრანსფერს “ნერაძური” ოფიციალურად ადასტურებს. როგორც ცნობილია, თურქმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩალჰანოღლუს “მილანთან” კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურებოდა, “ინტერმა” ის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირა. მას შემდეგ, რაც კრისტიან ერიქსენმა ევროპის ჩემპიონატის მატჩისას გულის შეტევა მიიღო, იტალიის მოქმედი ჩემპიონები კი შემადგენლობის ფლეიმეიკერით გაძლიერებას საჭიროებდნენ. […]
ნესტა: “მესიმ 10 წუთში მენტალურად გამანადგურა”
ალესანდრო ნესტა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მცველია, თუმცა ლეო მესის წინააღმდეგ თამაში მისთვისაც დიდი პრობლემა იყო. “მილანის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 2011/12 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა გაიხსენა. მაშინ “როსონერი” და “ბარსელონა” ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდა – ჯგუფურ ეტაპსა და შემდგომ მეოთხედფინალში. “მე-10 წუთზე მას ფეხებში ჩავარტყი და ძალაგამოცლილი მოედანზე დავეცი. შემდეგ მან ხელი გამომიწოდა, რათა წამოდგომაში დამხმარებოდა. მიწაზე […]
რამოსმა მილანს საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა | ესპანელმა იტალიელებს თავისი პირობები წარუდგინა
სერხიო რამოსისა და მადრიდის “რეალის” გზები ორად გაიყო, რამაც სრულიად საფეხბურთო სამყაროს აღშფოთება გამოიწვია. ერთი შეხედვით თითქოს წარმოუდგენელი იყო, რომ ოდესმე მათი გზები გაიყოფოდა, თანაც მაშინ, როდესაც რამოსს კლუბში დარჩენის შემთხვევაში “ბლანკოსის” ისტორიაში არაერთი სარეკორდო მაჩვენებელი შეეძლო, რომ საკუთარ სახელთან და გვართან დაეკავშირებინა. აღსანიშნავია, რომ რამოსისა და მისი ყოფილი კლუბის უთანხმოების მიზეზი ახალი კონტრაქტის დეტალები […]
ოფიციალურად | ოლუვაფიკაიომი ოლუვადამილოლა ტომორი მილანის ფეხბურთელია
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, “მილანმა” ოლუვაფიკაიომი ოლუვადამილოლა ტომორის ტრანსფერი განახორციელა. 2020/21 წლების სეზონი ტომორიმ “მილანში” იჯარის წესით გაატარა – “როსონერის” მისი გამოსყიდვის უფლება ჰქონდა და “ჩელსისთან” წარმატებით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, 23-წლის ცენტრალური მცველის ტრანსფერი განახორციელა. ფიკაიო ტომორის ტრანსფერის შესახებ, განცხადება “მილანის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. ტომორი “როსონერის” ღირსებას 2025 წლის 30 ივნისამდე დაიცავს. 2020/21 წლების […]
ჯანლუკა ძამბროტა: “იტალიამ მენტალიტეტი გამოავლინა, მათ აჩვენეს ის, რასაც მანჩინისგან ველოდით”
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” – 3:0 აჯობა, “სკუადრა აძურას” ლეგენდარულმა მარჯვენა მცველმა, ჯანლუკა ძამბროტამ თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის თამაშით. “იტალიამ აჩვენა ის თვისებები, რასაც მანჩინისგან ველოდით. ისინი მატჩის განმავლობაში მკვეთრად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ. მთავარი განსხვავება ამ მატჩში იყო მენტალიტეტი. შესანიშნავი პირველი ნაბიჯი წინ! მოუთმენლად, ერთად […]
ევრო 2020: ყველაფერი, რაც იტალიის ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ
პროფილი იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა: 1898 წლის 26 მარტს ფიფას წევრი: 1905 წლიდან უეფას წევრი: 1954 წლიდან პრეზიდენტი: გაბრიელე გავირია ფიფას რეიტინგი: 7 (2021 წლის 27 მაისიდან) უმაღლესი შედეგი რეიტინგში: 7 (1993 წლის ნოემბერი, 2007 წლის თებერვალი, 2007 წლის აპრილიდან ივნისამდე, 2007 წლის სექტემბერი) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 21 (2018 წლის აგვისტო) საშინაო არენა: სხვადასხვა […]
დონარუმას კონტრაქტის დეტალები ცნობილია ?!
იტალიური და ფრანგული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჯი დონარუმა “პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტის გაფორმების ზღვარზეა. წყაროს მტკიცებით, პარიზული გრანდის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში დაადასტურებენ ტრანსფერს. Sky Sport Italia აღნიშნავს, რომ იტალიელი კიპერი პარიზულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. კონტრაქტის თანახმად, დონარუმა მხოლოდ ხელფასის სახით, ყოველწლიურად €12 მილიონს მიიღებს, რომელსაც ბონუსებიც დაემატება. დონარუმა სამედიცინო შემოწმებას ფლორენციაში, […]
მილანის აკადემიის ყოფილმა ფეხბურთელმა 20 წლის ასაკში თავი მოიკლა
,,მილანის” აკადემიის ყოფილმა ფეხბურთელმა, სეიდ ვისინმა, 20 წლის ასაკში სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ცხედარი პარასკევს, 4 ივნისს, გარდაცვლილის სახლში იპოვეს. Corriere dello Sport-მა გამოაქვეყნა წერილი, სადაც, თითქოს, ვისინი თვითმკვლელობამდე საზოგადოებას რასიზმში ადანაშაულებდა, თუმცა ფეხბურთელის მამობილმა, ვალტერ ვისინმა, ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა ფეისბუკზე 2 წლის წინ დაწერილ პოსტს მიაგნეს, რომელიც გარდაცვლილმა რეალურად ფსიქოთერაპევტსა და რამდენიმე […]
პაოლო მალდინისა და მილანის ფანების ემოციური შეხვედრა (ვიდეო)
“როსონერის” ასობით გულშემატკივარმა 2020/21 წლების სეზონის წარმატებით დასრულების გამო, “მილანის” ფეხბურთელებსა და წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს. სოციალურ ქსელებში “მილანის” წარმომადგენლებისა და ფანების შეხვედრის ემოციური კადრები გავრცელდა. განსაკუთრებით გამორჩეული პაოლო მალდინის მიმართვა გამოდგა, რომელსაც მილანური გრანდის გულშემატკივრები ემოციურად გამოეხმაურნენ. 😍 #ACMilan fans have gathered outside Casa Milan to congratulate the team on securing a return to the […]
ჩალჰანოღლუ მილანს ტოვებს
იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკან ჩალჰანოღლუ “მილანს” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. “როსონერისთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა 30 ივნისს იწურება, თუმცა ჩალჰანოღლუსა და “მილანის” წარმომადგენლებს შორის, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. მხარეები კონტრაქტის პირობებსა და ანაზღაურებაზე ვერ თანხმდებიან და დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ჩალჰანოღლუ მილანურ გრანდს დაემშვიდობება. Tuttosport-ის მტკიცებით, მხარეებს შორის […]