უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ, რომელშიც ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “მილანთან” – 0:1 დამარცხდა, ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა. “მეტს ვიმსახურებდით? არაფერი მაქვს სათქმელი, მატჩების შემდეგ კომენტარის გაკეთება დროის კარგვაა, რადგან უკან ვეღარ დავბრუნდებით. მინდა ფეხბურთელებს მივულოცო, რადგან ისინი მაშინაც კი კარგად თამაშობდნენ, როცა რიცხვობრივ უმცირესობაში ვიყავით. ასევე, მინდა […]