იტალიის თასის მეოთხედფინალში, მილანური დერბის პირველი ტაიმის მიწურულს, ფეხბურთელებს შორის ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რომელუ ლუკაკუ დაუპირისპირდნენ. “მილანისა” და “ინტერის” თავდამსხმელებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც შემდგომ გაირკვა, ზლატანმა ბელგიელს “ვირი” უწოდა, რაზეც გაბრაზებულმა ლუკაკუმ თავი ვერ შეიკავა და “ინტერის” ცხრიანმა იბრაჰიმოვიჩს საკმაოდ უხეშად უპასუხა: “ბ**ო, შ***ცით შენს და შენს ცოლსაც.” […]