“მილანის” ცენტრალური ნახევარმცველი, ტიმუე ბაკაიოკო, რომელიც მილანში იჯარის წესით თამაშობს, გუნდის დატოვებას არ აპირებს. ფრანგი ნახევარმცველის სიტყვებს იტალიური მედიასაშუალება, MilanNews.It ავრცელებს. “უკანასკნელ პერიოდში სათამაშო დრო მეძლევა და აქ თავს კარგად ვგრძნობ. შესაბამისად, კარიერის გაგრძელება “მილანში” მინდა, თუმცა ჩემი მომავალი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული,” განაცხადა ბაკაიოკომ., 2016/2017 წლების სეზონში ბაკაიოკო ძალიან ძლიერი “მონაკოს” წევრი იყო – […]