მაშინ, როცა სახლში დარჩენა არათუ სასურველი, აუცილებელიც კია, ლიტერატურის, ხელოვნების თუ სპორტული კლასიკის გადასამეორებლად მშვენიერი შესაძლებლობა გვეძლევა. Live.ge ახალ რუბრიკაში იმ ლეგენდარულ მატჩებს შემოგთავაზებთ, რომლის ხელმეორედ ყურებაც ნამდვილად ღირს. ამჯერად, ხუთ გამორჩეულ საფეხბურთო დაპირისპირებას მწერალი და ტელეწამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე გირჩევთ. მანჩესტერი – ბაიერნი 2:1 (1998/99 ჩემპიონთა ლიგის ფინალი) ესაა მატჩი, რომელმაც დამარწმუნა, რომ სასწაულები არსებობს […]