ტურინის “იუვენტუსის” თავკაცმა ანდრეა პირლომ მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული დებიუტის შემდეგ, კომენტარი გააკეთა. “ახლა კარგი მატჩის ჩატარება მნიშვნელოვანი იყო. პირველ ტაიმში შეგვეძლო, რომ მომენტები უკეთესად გამოგვეყენებინა, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში გატანილი გოლით დიდი საქმე გავაკეთეთ. ამის შემდეგ ჩვენ ბევრად უკეთესად გავაკონტროლეთ მატჩის მიმდინარეობა. ზოგადად, კმაყოფილი ვარ თამაშით, გუნდის თავდადებით, მოქმედებების პროდუქტიულობით. განსაკუთრებით შაბათს, კროტონეში […]