,,მილანის” აკადემიის ყოფილმა ფეხბურთელმა, სეიდ ვისინმა, 20 წლის ასაკში სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ცხედარი პარასკევს, 4 ივნისს, გარდაცვლილის სახლში იპოვეს. Corriere dello Sport-მა გამოაქვეყნა წერილი, სადაც, თითქოს, ვისინი თვითმკვლელობამდე საზოგადოებას რასიზმში ადანაშაულებდა, თუმცა ფეხბურთელის მამობილმა, ვალტერ ვისინმა, ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა ფეისბუკზე 2 წლის წინ დაწერილ პოსტს მიაგნეს, რომელიც გარდაცვლილმა რეალურად ფსიქოთერაპევტსა და რამდენიმე […]