ოფიციალურად: ბრაჰიმ დიასი მილანის ფეხბურთელია
“მილანმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრაჰიმ დიასი 2020/21 წლების სეზონს სერია A-ში გაატარებს. “რეალ მადრიდმა” ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი, 2021 წლის 30 ივნისამდე “როსონერიში” გაანათხოვრა. “მანჩესტერ სიტის” ყოფილი მოთამაშე მილანში ოთხშაბათს ჩაფრინდა, სადაც ახალი გუნდის ხელმძღვანელებთან პირადი დეტალები შეათანხმა. როგორც ცნობილია, დიასი “მილანში” 21 ნომრიან მაისურს მოირგებს. Official Statement: @Brahim Díaz ➡ https://t.co/n8YgeEvRld Comunicato Ufficiale: Brahim Díaz […]
ანდრეა პირლო: “ზედიზედ მეათე სკუდეტო უნდა მოვიგოთ, იმედია ლიგის ფინალშიც გავალთ”
ტურინის “იუვენტუსის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ მომავალ სეზონში გუნდის მიზნების შესახებ ისაუბრა. “მოსამზადებელი პერიოდი კარგად დავიწყეთ. ცოტა რთულია, რომ ამ დღეებში ბევრმა ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის დახმარების გამო დაგვტოვა, მაგრამ ჩვენ მუშაობას მაინც ვაგრძელებთ. “იუვენტუსში” დაბრუნებისთანავე თავი მშვიდად ვიგრძენი, რადგანაც აქ მომუშავე ყველა ადამიანს კარგად ვიცნობ. ეს ძალიან დამეხმარა. ჩვენ შემდეგ სეზონში მოედანზე ყველაფერს გავიღებთ. […]
რატომ თქვა ტონალიმ უარი ბარსელონას და მანჩესტერის შემოთავაზებაზე?
იტალიური “ბრეშას” პრეზიდენტმა მასიმო სელინომ მისი გუნდის ცენტრალური ნახევარმცველის სანდრო ტონალის “მილანში” შესაძლო გადაბარგების შესახებ ისაუბრა. “ვიცი, რომ “ინტერის” პრეზიდენტს ბეპე მაროტას და გუნდის მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს ტონალის თავისთან გადაბირება ძალიან სურდათ. სანდროს აგენტი “ინტერის” წარმომადგენლებს შეუთანხმდა, მაგრამ წინა სეზონის დაწყებამდე არაფერი მომხდარა, მოგვიანებით კი “მილანის” ინტერესის შესახებ გავიგეთ და სანდროს სხვა ვარიანტის მოსმენა […]
სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდგინდა
საფეხბურთო კლუბ “მილანის” ყოფილ მფლობელს და იტალიის პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც იტალიური პრესა წერს, დაავადება გართულების გარეშე მიმდინარეობს და ბერლუსკონი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. 83 წლის იტალიელმა პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა, ცოტა ხნით ადრე, COVID19-თან ბრძოლის ფონდს 10 მილიონი ევრო გადაურიცხა. ბოლო დღეებში, პანდემიამ ფეხბურთს კიდევ ერთხელ შეუტია. სხვა შემთხვევებთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ ინფიცირება […]
იბრაჰიმოვიჩი და მილანი შეთახნმდნენ – კონტრაქტის პირობები ცნობილია
იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო შირა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და “მილანი” კონტრაქტის 2021 წლამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. მისივე ცნობით, შვედი თავდამსხმელი ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც 500 000-ს ბონუსი დაემატება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ “როსონერი” ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, თანხა გაორმაგდება. 38 წლის თავდამსხმელი “მილანში” პირველად 2010-12 წლების სეზონში გამოდიოდა, მიმდინარე წლის ზამთარში კი […]
Sky Sport – პეპე რეინა ლაციოს ფეხბურთელია
Sky Sport ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პეპე რეინა “ლაციოს” ფეხბურთელი გახდა. ესპანელი მეკარე, კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მომდევნო სეზონში, რეინა “ლაციოს” ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარება. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხა გადაიხადა რომაულმა კლუბმა, მაგრამ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ადასტურებს. Pepe Reina has agreed a two-years contract with Lazio. He’s joining from […]
ალეშანდრო პატომ კიდევ ერთი კლუბი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა
“მილანის” და ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა თავდამსხმელმა ალეშანდრო პატომ კიდევ ერთი კლუბი დატოვა. 30 წლის ბრაზილიელმა “სან პაულოსთან” კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. “დღეს ჩემი კარიერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. მადლობას ვუხდი “სან პაულოს” ამ ბოლო 17 თვის განმავლობაში ერთობლივი მუშაობისთვის, მხარდაჭერისა და პროფესიონალიზმისთვის. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს და ერთგულ გულშემატკივარს. ბედნიერი ვარ, რომ კიდევ […]
ბალოტელიმ სახეზე ანტირასისტული სვირინგი გაიკეთა (ფოტო)
იტალიელმა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ სახეზე ახალი სვირინგი გაიკეთა. მან შუბლზე ანტირასისტული პროპაგანდის გამომხატველი ფრაზა – “შავი ძალა” დაიწერა. View this post on Instagram 🦍 ✝️M ✊🏾 🦅 @eros_inkerstattoo A post shared by Mario Balotelli🇮🇹 🇬🇭👨👧👦🦁 (@mb459) on Aug 21, 2020 at 7:30am PDT “ლივერპულის”, “მანჩესტერ სიტის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა წინა სეზონი მშობლიურ […]
ნესტა იუვენტუსში? – პირლოს ყოფილი თანაგუნდელი სურს
Corriere dello Sport ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტურინის “იუვენტუსის” ახალ მთავარ მწვრთნელს, ანდრეა პირლოს, საკუთარ სამწვრთნელო შტაბში, ყოფილი თანაგუნდელის, ალესანდრო ნესტას ხილვა სურს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანამდებობაზე სურს პირლოს, ნესტას დანიშნვა. ნესტა და პირლო 9 წლის განმავლობაში ერთად იცავდნენ “მილანის” ღირსებას და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ტიტული მოიგეს, მათ შორის ორი ჩემპიონთა ლიგა. […]
რომელუ ლუკაკუმ ბრაზილიელი რონალდოს შედეგი გაიმეორა
ევროპის ლიგის 2020 წლის სეზონის ფინალში ერთმანეთს “სევილია” და მილანის “ინტერი” ხვდებიან. პირველი ნახევრის შემდეგ ფრე ფიქსირდება – 2:2. ანგარიში მატჩის მეხუთე წუთზე რომელუ ლუკაკუმ პენალტის ნიშნულიდან გახსნა. აღსანიშნავია, რომ ბელგიელმა ფეხბურთელმა ამ გოლით ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდის რონალდოს მიღწევა გაიმეორა. “ფენომენად” წოდებულმა თავდამსხმელმა “ნერაძურიში” სადებიუტო სეზონში 34 გოლის გატანა მოახერხა, რაც მილანური კლუბის მაისურით ჩატარებულ […]
ბუფონი პირლოს: “ახლა მისტერი უდნა დაგიძახო?!”
სულ ცოტა ხნის წინ, ტურინის “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელად ამ კლუბის, “მილანის”, იტალიის ნაკრების და ფეხბურთის ლეგენდა ანდრეა პირლო დაინიშნა. “ბებერი ქალბატონის” 42 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი თავისზე უმცროსი მეგობრის და ყოფილი თანაგუნდელის ახალ პოზიციას სახალისო პოსტით შეხვდა. “ახლა მისტერი უნდა დაგიძახო?! წარმატებები ამ ახალ გამოწვევაში, ანდრეა”, – წერს ლეგენდარული გოლკიპერი Twitter-ში. Quindi ora devo chiamarti […]
ბაკაიოკო ხელფასს იკლებს – ფრანგს ყოფილ კლუბში დაბრუნება სურს
ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველს ტიმუე ბაკაიოკოს კარიერის იტალიის ჩემპიონატში გაგრძელება სურს. Calciomercato-ს ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფრანგ ფეხბურთელს “მილანში” დაბრუნება სურს, სადაც ის 2018-19 წლებში იჯარის წესით თამაშობდა. როგორც ირკვევა, 25 წლის ფეხბურთელს ყოფილ გუნდში დაბრუნება იმდენად სურს, რომ თანახმაა ხელფასიც კი შეიმციროს. ამჟამად, ბაკაიოკო 6 მილიონ ევროს იღებს, “როსონერიში” კი მას 3-4 მილიონ ს […]