სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში მოათავსეს
“მილანის” ყოფილი პრეზიდენტი, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და “მონცას” ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სილვიო ბერლუსკონი, მონაკოს სამეფოს საავადმყოფოში გულის პრობლემების გამო მოათავსეს. ცნობას Reuters-ი მისი პირადი ექიმის ალბერტო ზანგრილოს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლიტიკოსმა და საფეხბურთო ფუნქციონერმა თავი ცუდად იგრძნო, რის მერეც, ექიმის თქმით, მან ბერლუსკონის უახლოეს საავადმყოფოში წაყვანა გადაწყვიტა, რადგან მისი იტალიაში გადაყვანა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. სექტემბერში ცნობილი […]
მილანი 0:1 ლაციო (მიმოხილვა)
სალაჰი ლივერპულის ლეგენდას გაუთანაბრდა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებმა 14 სექტემბერს აიღო სტარტი. გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს B-ჯგუფის შეხვედრა იწვევდა, რომელშიც “ლივერპული” “მილანს” დაუპირისპირდა. “ენფილდზე” გამართულმა მატჩმა გულშემატკივართა მოლოდინი გაამართლა – ფანებმა დრამატული დაპირისპირება იხილეს, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. “როსონერის” კარში გატანილი ერთ-ერთი გოლის ავტორი მოჰამედ სალაჰი გახდა, რომელმაც სტივენ ჯერარდის შედეგი გაიმეორა. სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, […]
ნაპოლი 0:1 მილანი (მიმოხილვა)
ზამთარი ჰერტასია
2020 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბერლინის “ჰერტამ” ძალიან იაქტიურა და ლიდერობაც მოიპოვა. ბუნდესლიგის ბინადრებმა მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთელების შეძენაში ყველაზე მეტი დახარჯეს. დედაქალაქელებმა იანვარში 7 ახალი ფეხბურთელი დაიმატეს, ჯამში კი 78 მილიონი ევრო დახარჯეს. ახალწვეულთა საშუალო ასაკი 22 წელიწადია. ყველაზე მეტი “ჰერტამ” კჟიშტოფ პიონტეკში გადაიხადა – პოლონელი თავდამსხმელის სანაცვლოდ “მილანმა” 27 მილიონი ევრო მიიღო. 20 […]
მილანმა დაადასტურა – დონარუმა მილანს ტოვებს
“მილანისა” და იტალიის ნაკრების მეკარე, 22 წლის ჯანლუიჯი დონარუმა 6-წლიანი მილანური კარიერის შემდეგ, იტალიურ კლუბს ტოვებს. ინფორმაცია კლუბის დირექტორმა – პაოლო მალდინიმ დაადასტურა. 22 წლის მეკარე კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. Milan director Paolo Maldini has confirmed Gianluigi Donnarumma will leave as a free agent this summer. The goalkeeper has been at the club since […]
ტიაგო სილვას სადებიუტო გოლი ჩელსის მაისურით (ვიდეო)
მილანის გენერალური დირექტორი : “იბრაჰიმოვიჩი ქოლგას ჰგავს”
მილანის გენერალურმა დირექტორმა ივან გაზიდისმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორია შვედი თავდამსხმელის გავლენა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. მან იბრაჰიმოვიჩი ქოლგას შეადარა. 39 წლის ზლატანი ნაკლებად გამოცდილ თანაგუნდელებს თვითდამკვიდრებაში ეხმარება და სერია A-ს ტიტულისთვის ბრძოლაში წინ მიუძღვება. “მილანის” გენერალური დირექტორის, ივან გაზიდისის თქმით: “ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანის” ქოლგას ჰგავს – ის გარე წნეხისგან იცავს ახალგაზრდა მოთამაშეებს და განვითარებაში უწყობს ხელს”. […]
დონარუმა შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს
სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჯი დონარუმა პარიზში უკმაყოფილოა და “პარი სენ-ჟერმენის” დატოვების შესაძლებლობას განიხილავს. პარიზულ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასული დონარუმა მიმდინარე სეზონში სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის. დონარუმამ პარიზელების მაისური მხოლოდ 2 შეხვედრაში მოირგო და კეილორ ნავასთან ურთულეს კონკურენციაში იმყოფება. “ბიანკონერიმ” ჯიჯი დონარუმას ტრანსფერი იმ მიზეზით არ განახორციელა, რომ ტურინული გრანდის მესვეურებს გუნდში ორი […]