სანდრო ტონალის აგენტმა, ჯუზეპე რიზომ, იტალიელი ფეხბურთელის ,,ნიუკასლში” გადასვლაზე ისაუბრა: ,,ეს შესანიშნავი გარიგებაა, ნიუკასლი ტონალისთვის იდეალური პროექტია. გუნდს სანდროს გადაბირება ნებისმიერ ფასად სურდა. ტონალი ,,ნიუკასლის” საკვანძო ფეხბურთელი გახდება. ეს გარიგება, ასევე, ,,მილანისა” და ,,ბრეშას” ფინანსებსაც წაადგება,” – განაცხადა რიზომ. ,,მილანი” სანდრო ტონალის სანაცვლოდ ,,ნიუკასლისგან” 70 მილიონ ევრომდე მიიღებს. 23 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში ,,როსონერის” მაისურით […]