მუნდიალი 2022 | “ჩემი ქვეყნის დახმარების უფლება არ მომცეს” – ონანამ დუმილი დაარღვია
კატარში მიმდინარე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისწინა დღეს, კამერუნის ნაკრების შიდა სამზარეულოში სკანდალი მოხდა, რის შემდეგაც, ეროვნული გუნდიდან ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი, მეკარე, ანდრე ონანა დაითხოვეს. ამსტერდამის “აიაქსის” ყოფილი და მილანის “ინტერის” მოქმედი გოლკიპერის ნაკრებიდან მოკვეთის მიზეზად განსხვავებული ვერსიები დასახელდა. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ იგი ნაკრებიდან მთავარმა მწვრთნელმა, რიგობერტ სონგმა […]
მასიმო მორატი: “ინტერში კვარაცხელიას ნახვას ვისურვებდი”
მილანის “ინტერის” ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ მისი ყოფილი გუნდისა და “ნაპოლის” შესახებ და მათ მიერ უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ნაჩვენებ შედეგებზე ისაუბრა. იტალიელმა მილიარდერმა ნეაპოლური კლუბის წარმატებაში ხვიჩა კვარაცხელიას როლზე ისაუბრა და თქვა, რომ მის ნახვას “ნერაძურის” შემადგენლობაში ისურვებდა. “ინტერი” გამოჯანმრთელდა და უნდა ვისაუბრო მწვრთნელზე, რომელიც თავის საქმეში ძალიან კარგია და რესურსსაც შესანიშნავად იყენებს. მეორე მხრივ, […]
კასანო: “ასეთი გავლენა სერია A-ზე მხოლოდ ფენომენ რონალდოს ჰქონდა – კვარა შთამბეჭდავია!”
მილანის “ინტერის”, “მილანის”, “რომას”, მადრიდის “რეალის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და დადებით კონტექსტში მოიხსენია. “კვარაცხელია შთამბეჭდავია! ფეხის წარმოუდგენელი ძალა აქვს. მახსოვს, რომ იტალიაში ჩასულ მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელს ჰქონდა ასეთი გავლენა. მსგავსი გავლების მქონე ფეხბურთელად მხოლოდ ფენომენი რონალდოს დასახელება შემიძლია. კვარაცხელია დრიბლინგს […]
იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი: “გასწავლით როგორ უნდა შეაჩეროთ კვარაცხელია”
“ბრეშას”, “ლაციოს”, მილანის “ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, დანიელე ადანმა საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, თუ როგორ უნდა ითამაშონ მის წინააღმდეგ ცენტრალურმა მცველებმა წარმატებით. “რას ვფიქრობ ხვიჩა კვარაცხელიაზე?” – მისი ტექნიკური მახასიათებლებიდან და სპალეტის თამაშიდან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ ეს შეიძლება წარმატებული თანამშრომლობა ყოფილიყო. მან ასეთი გავლენა იქონია […]
იტალიის ნაკრების ვეტერანი: “კვარაცხელია ნამდვილი სიურპრიზია, მან ნაპოლის სიახლე შემატა”
“ბრეშას”, მილანის “ინტერის”, ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ვეტერანმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ალესანდრო ალტობელიმ საქართველოს ეროვნული გუნდისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 66 წლის ალტობელის რომელიც “სკუადრა აძურას” შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, “ლურჯების” მაისურით 61 შეხვედრაში 25 გოლი აქვს გატანილი და სკუდეტოსა და ორჯერ იტალიის თასის ვერცხლის მედლებიც აქვს მოპოვებული. “ნაპოლი” ამჟამად პირველ ადგილზეა – ვნახე […]
ანტონიო კასანო ხვიჩა კვარაცხელიაზე: “ეს ბიჭი ბრწყინვალეა”
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Bobo TV-ის ეთერში ისაუბრა. “სპალეტი გენიოსიაა. მან დაკარგა კულიბალი, მერტენსი, ინსინიე, ოსპინა, ფაბიან რუისი, რომელსაც თამაში აღარ უნდა და მერეტი, რომლის მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამის ფონზე მე არ მესმის, როგორ აიძულებს სპალეტი გუნდს ასე კარგად თამაშს. წელს “ნაპოლი” არის კლუბი, რომელიც ყველაზე მეტად მაინტრიგებს. […]
ოფიციალურად: რომელუ ლუკაკუ ინტერში დაბრუნდა
ის საგა, რომელიც ფაქტობრივად მთელი 2021/22 წლების სეზონის განმავლობაში გრძელდებოდა, საბოლოოდ დასრულდა – რომელუ ლუკაკუ მილანის “ინტერში” დაბრუნდა. ინფორმაცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ევროპულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა, საბოლოოდ ოფიციალურად დადასტურდა – ბელგიელი თავდამსხმელი იტალიურ კლუბში 1-წლიანი იჯარის წესით ითამაშებს. ლონდონის “ჩელსიმ” ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი ყოფილ კლუბში 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაანათხოვრა, რასაც ბონუსები უნდა დაემატოს, იმის […]
ჩელსის დირექტორად ვეტერან ბრაზილიელს განიხილავენ
ცნობილი და პრესტიჟული იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” დირექტორის თანამდებობა შესაძლოა ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, მაქსველმა დაიკავოს. წყაროს ცნობით, “არისტოკრატების” ახალი მფლობელი აღნიშნულ თანამდებობაზე ბევრ კანდიდატს განიხილავს, მათ შორის “ლივერპულის” სპორტულ დირექტორ მაიკლ ედუარდსს, ერთ-ერთი ლიდერი კი ამ სიაში ბრაზილიელია. მაქსველმა, რომელიც “აიაქსის”, “ბარსელონას”, “მილანის”, “ინტერის”, “ემპოლის” და “პსჟ-ს” შემადგენლობაში თამაშობდა და ყველა […]
ჟოზე მოურინიო: “დარწმუნებული ვარ დავრჩები, მინდა რომაში მთელი სპორტული ცხოვრება გავატარო”
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის ფინალურ შეხვედრაში, იტალიურმა “რომამ” ნიდერლანდური “ფეიენოორდი” – 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლის გატანა ნიკოლო ძანიოლომ 32-ე წუთზე მოახერხა. როტერდამული კლუბის წინააღმდეგ მიღწეული გამარჯვების შემდეგ, “ჯალოროსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა. “მატჩის წინ ბევრი ფინალურ მატჩებში თამაშის გამოცდილებაზე საუბრობდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ფინალი ფინალია, წინასწარ ვერ იმოქმედებ. ჩვენ, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, […]
ოფიციალურად: კრისტიან ერიქსენი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა
ინფორმაცია, რომელსაც ევროპული მედია ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა, ოფიციალურად დადასტურდა – კრისტიან ერიქსენი ფეხბურთში დაბრუნდა. 29 წლის დანიელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი8 პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში დაწინაურებულ “ბრენტფორდთან” გააფორმა. მილანის “ინტერის” და ლონდონის “ტოტენჰემის” ყოფილმა ფეხბურთელმა ახალ კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოაწერა ხელი. კრისტიან ერიქსენს, რომელსაც 2021 წლის ივნისში, ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, […]
კრისტიან ერიქსენი შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
დანიელი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი, რომლის ინციდენტმაც 2021 წლის ივნისში მთელი მსოფლიო შეძრა, პროფესიონალურ ფეხბურთს ნელ-ნელა უბრუნდება და შესაძლოა იგი კვლავ ინგლისის პრემიერ ლიგაში აღმოჩნდეს. ცოტა ხნის წინ, 29 წლის ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ევრო 2020-ის დროს მომხდარი მძიმე ფაქტის შესახებ ღიად ისაუბრა და თქვა, რომ მიუხედავად გულის გაჩერებისა, ახლა იგი თავს კარგად გრძნობს და მზადაა მოედანზე მალე დაბრუნდეს. […]
ალექსის სანჩესი: “კონტესთან გალიაში დამწყვდეული ლომივით ვიყავი”
ჩილელმა თავდამსხმელმა, ალექსის სანჩესმა, რომელმაც იტალიის სუპერთასის შეხვედრაში, დამატებულ დროში, ტურინის “იუვენტუსის” კარში გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1) საკუთარი სათამაშო ფორმის შესახებ ისაუბრა. “ნამდვილი ჩემპიონები რაც უფრო მეტს თამაშობენ, უფრო კარგად გრძნობენ თავს. “ლაციოსთან თამაშის შემდეგ, მზად ვიყავი “იუვენტუსთან” სათამაშოდ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერს მწვრთნელი წყვეტს. კონტესთან ერთად თავს გალიაში დამწყვდეული ლომივით ვგრძნობდი. მაქსიმუმ 15 წუთით გავდიოდი […]