ოფიციალურად: ხოაკინ კორეა ინტერის ფეხბურთელია
მილანის “ინტერმა” რომის “ლაციოდან” ხოაკინ კორეა დაიმატა. ინტერმა უკვე დაიმატა ედინ ჯეკო, მაგრამ კიდევ ერთი შემტევის დამატება მათი მთავარი გეგმა იყო. 🚨 | ANNUNCIO Joaquín Correa è un nuovo giocatore dell’Inter! ⚫🔵 👉 https://t.co/3RzVQ1Vay4#WelcomeJoaquin #IMInter pic.twitter.com/6gPPXAopxy — Inter 🏆🇮🇹 (@Inter) August 26, 2021 “ინტერმა” კორეა 2025 წლის 31 ივლისამდე დაიმატა. სიმონე ინძაგიმ “ნერაძურიში” ყოფილი შეგირდი […]
ოფიციალურად: შერდან შაქირიმ ლივერპული დატოვა და ლიგა 1-ში გადაბარგდა
შვეიცარიელი ნახევარმცველი, შერდან შაქირი “ლივერპულიდან” მიდის და კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა – 29 წლის ფეხბურთელი კარიერას საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონ, “ლიონში” გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, შვეიცარიის ნაკრების ლიდერი ლიონში 23 აგვისტოს ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტის დეტალებიც მას შემდეგ გახდება ცნობილი. მას […]
ედინ ჯეკომ ინტერის მაისურით სერია A-ში სადებიუტო მატჩშივე გაიტანა (ვიდეო)
ჰაკან ჩალჰანოღლუს სადებიუტო გოლი ინტერის მაისურით (ვიდეო)
მწვრთნელები, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს
გერმანულმა სტატისტიკურმა კომპანია Transfermarkt-მა, ფეხბურთის იმ მთავარი მწვრთნელების სია გამოაქვეყნა, რომელთაც 21-ე საუკუნეში სატრანსფერო საქმიანობაში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს. 2021 წლის ზაფხულის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” რამდენიმე სუპერვარსკვლავი, თანაც მათი უმეტესობა უსასყიდლოდ გააფორმა, ისეთები, როგორებიც ლიონელ მესი, სერხიო რამოსი, ჯანლუიჯი დონარუმა, ჟორჟინიო ვინალდუმი და აშრაფ ჰაკიმი, რაც როგორც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სატრანსფერო […]
ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული – რომელუ ლუკაკუმ ნეიმარს გადაასწრო
მას მერე, რაც ლონდონის “ჩელსიმ” 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ მილანის “ინტერიდან” რომელუ ლუკაკუ დაიმატა, ბელგიელი თავდამსხმელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. კარიერის განმავლობაში, “არისტოკრატების” ახალწვეულისთვის სხვადასხვა კლუბებმა, საერთო ჯამში, 327.56 მილიონი ევრო გადაიხადეს. პირველ ჯერზე, “ჩელსის” ლუკაკუს შეძენა 15 მილიონი დაუჯდა, მათგან იჯარისა და კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის ჯამში, “ევერტონმა” ბელგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირში […]
ინტერმა რაჯა ნაინგოლანის დაბრუნებაზე უარი თქვა
ცნობილი სპორტული გამოცემის, Sportbible-ს ცნობით, მილანის “ინტერმა” 33 წლის ბელგიელ ნახევამრცველთან – რაჯა ნაინგოლანთან კონტრაქტი გაწყვიტა. ნაინგოლანი და მისი წარმომადგენლები დღეს “სან სიროზე” იმყოფებოდნენ, სადაც კლუბის წარმომადგენლებს შეხვდნენ და შეთანხმდენ, რომ რაჯა დატოვებდა კლუბს და აიღებდა ხელფასის 50%-ს. 33 წლის ნახევარმცველი “ინტერში” 2018 წელს “რომადან” გადავიდა. 2020 წელს კი მათ “კალიარიში” იჯარით გაანათხოვრეს, თუმცა ახლა […]
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაახასიათა
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც “მილანის” გულშემატკივარია, “როსონერის” თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის და არამხოლოდ, შვედი ფორვარდი ყველასთვის ძალიან მაღალ სტანდარტს წარმოადგენს და იგი მისი დიდი მეგობარია. “მე ყოველთვის “მილანს” ვგულშემატკივრობ დად იმედი მაქვს ისინი შეძლებენ წარმატების მიღწევას ჩემპიონთა ლიგასა და სერია A-ში. ზლატანი ჩემი დიდი მეგობარია. ის საოცარი მეომარი […]
მოურინიოს რევოლუცია: რომაში ვარჯიშისას დრონებს იყენებენ
“რომაში” ახლადდანიშნულმა ჟოზე მოურინიომ თავის სამწვრთნელო საქმიანობაში ახალი მეთოდების შეტანა განიზრახა. თანაც ეს მაშინ, როცა კრიტიკოსები პორტუგალიელ სპეციალისტს ასაკის მატებასთან ერთად, საქმის შესრულების ხარისხს უწუნებენ და ამბობენ, რომ მისი საქმიანობის სტილი, უბრალოდ დაბერდა… ჟოზემ ცვლილებების დაწყება წინასასეზონო შეკრებიდან გადაწყვიტა და “ჯალოროსის” ფეხბურთელებს საწვრთნელი პროცესის დროს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ავარჯიშებს. კონკრეტულად, საქმე იმაშია, რომ “განსაკუთრებულმა” იტალიის […]
თრეილერი: ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ფილმი გადაიღეს (ვიდეო)
დინამო ბათუმის მომავალმა მეტოქემ ინტერის და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
15 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, ახალი ევროპული ტურნირის, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ქართული კლუბების მეტოქეებიც გაირკვა. ცნობილია, რომ “დინამო ბათუმის” მეტოქე სან მარინოს წარმომადგენელი “ტრე პენე” იქნება, რომელსაც 8 ივლისს, საშინაო კედლებში, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლებს, 15 ივლისს კი თავად ესტუმრება. საინტერესოა, რომ ეროვნული ლიგის ლიდერი კლუბის მომავალმა მეტოქემ […]