NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ბრუკლინ ნეტსმა” ,,მილუოკი ბაქსს” უმასპინძლა და 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 109-121 დამარცხდა. მატჩში 15 წუთი ითამაშა ქართველმა ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც ,,ბაქსს” 4 ქულით, 4 მოხსნითა და 1 ჩაჭრით დაეხმარა. სანდრომ სამიდან 2 ორქულიანი ჩააგდო. ,,მილუოკის” 31 ქულით, 9 ასისტითა და 7 მოხსნით იანის ანტეტოკუმპომ ულიდერა. ,,ბრუკლინის” შემადგენლობაში 29 ქულით, 9 მოხსნით, […]