ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის დებიუტი “ინდიანასა” და “მინესოტას” შორის გამართულ წინა სასეზონო მატჩში შედგა. შეხვედრა “მინესოტამ” 8-ქულიანი უპირატესობით დაასრულა, ანგარიშით – 111:119. გოგამ ინდიანას რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 24 წუთი და 19 წამი გაატარა, რა დროშიც 14 ქულას, 4 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. გოგას “ინდიანას” ოფიციალურმა Instagram გვერდმა […]