“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ჯორდი კრუიფმა განაცხადა, რომ “აიაქსისა” და განას ნახევარმცველს მუჰამედ კუდუსს თვალს ადევნებს, რომელიც კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად ასპარეზობს. 22 წლის კუდუსი 2020 წელს “აიაქსში” გადავიდა და გუნდის მამოძრავებელ ძალად იქცა. ამ სეზონში 21 მატჩში ნახევარმცველმა ათი გოლი გაიტანა. ახლა, კუდუსმა საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები კარგი თამაშის გამო. მან სამხრეთ კორეასთან […]