ოფიციალური ინფორმაციით, “მონპელიეს” ხელბურთის გუნდის ქართველი წევრი, გიორგი ცხოვრებაძე, კარიერას შვეიცარიულ “პფადი ვინტერტურში” გააგრძელებს. შვეიცარიის ჩემპიონმა ქართველი მოთამაშე იჯარის წესით, 1 წლით დაიმატა. კონტრაქტში გათვალისწინებული პირობების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი “მონპელიეში” ცხოვრებაძის პოზიციაზე მოთამაშე რომელიმე ხელბურთელი დაიმტვრევა, ქართველ ფეხბურთელს საფრანგეთში ვადაზე ადრე დაბრუნების შესაძლებლობა ექნება. ახალი სეზონისთვის სამზადისში მყოფი ქართველი ხელბურთელი Live.ge-ის ექსკლუზიურად ესაუბრა. სეზონის […]