საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “დინამო ბათუმი” 2022 წლის სეზონისთვის აქტიურად ემზადება და ტრანსფერებს ერთმანეთის მიყოლებით ახორციელებს. მას მერე რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარულმა კლუბმა “დინამო თბილისიდან” სერბი ნახევარმცველი, მილან რადინი და გორის “დილადან” ირაკლი ბიძინაშვილი დაიმატა, ცნობილი ხდება, რომ ბათუმელები მონტენეგროელ თავდამსხმელს, სტეფან დენკოვიჩს იმატებენ. 30 წლის ფეხბურთელი, რომელიც სერბეთის დედაქლაქ ბელგრადშია დაბადებული, ამპლუით მარცხენა ფლანგის შემტევი […]