ალმერიამ მაკარიძის გარეშე პენალტებში მოიგო – კოპა დელ რეის საუკეთესო 8 გუნდში ორი ქართველისაა
ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში, ლა ლიგა 2-ის წარმომადგენელმა “ალმერიამ” პრიმერა დივიზიონელი “ოსასუნას” დამარცხება მოახერხა. შეხვედრის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები უგოლოდ დასრულდა, 11-მეტრიანი დარტყმების სერიაში კი უკეთესი ქვედა დივიზიონის წარმომადგენელი გუნდი აღმოჩნდა და – 5:4 იმარჯვა. “ალმერიას” ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა გიორგი მაკარიძე, თუმცა მისმა შემცვლელმა იყოჩაღა და 2 პენალტის მოგერიება მოახერხა. საქართველოს […]
გიორგი მაკარიძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს
გიორგი მაკარიძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია-საშუალებები ავრცელებენ. საქართველოს ნაკრების მეკარე “ალმერიაში” ითამაშებს. diariodealmeria.es-ი იუწყება, რომ ლა ლიგა 2-ში მოთამაშე კლუბი უახლოეს საათებში ორ ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს. ერთი მათგანი გიორგი პაპუნაშვილის თანაგუნდელი, “სარაგოსას” ცენტრალური ნახევარმცველი რაულ გუტია, მეორე კი ქართველო გოლკიპერი. 30 წლის კარის დარაჯს პორტუგალიურ “სეტუბალთან” კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს, […]