კოსოვო – საქართველოს მატჩის მსაჯის ვინაობა ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები პრიშიტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი: პაველ რაჩკოვსკი მთავარი არბიტრის ასისტენტები: რადოსლავ სიეკა, ადამ კუპსიკი VAR-ის არბიტრები: ტომაშ კვიატოვსკი, კრჟიშტოფ იაკუბიკი საინტერესოა, რომ მთავარ მსაჯს, რომელიც 38 წლისაა და უმაღლეს დონეზე 2010 წლიდან მუშაობს, აქამნდე ქართულ ფეხბურთთან შეხება ორჯერ ჰქონდა. პირველად […]
იტალიური პრესა: “ზლატანის შვედეთთან დუბლის შემდეგ, კვარაცხელიათი მილანი ისევ დაინტერესდა”
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი B ჯგუფში დაგროვილი 7 ქულით და ბოლოსწინა, მეოთხე ადგილით დაასრულა. ბოლო შეხვედრა ეროვნულმა გუნდმა შვედეთის ნაკრების წინაღმდეგ, ბათუმში ჩაატარა და – 2:0 დაასრულა. ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში იყო. მატჩის დასრულების შემდეგ, ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ევროპული მედიის ინტერესის სფეროში კიდევ ერთხელ მოექცა. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური […]
მუნდიალი 2022 | ჯერდან შაჩირი: “საკუთარ თავს ვერ ვაჯობეთ და ძალები სრულად ვერ ვაჩვენეთ”
კატარში მიმდინარე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე, შვეიცარიის ნაკრებმა გამოსვლა 1/8-ფიანლურ ეტაპზე დაასრულა, რომელშიც პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან დიდი ანგარიშით – 1:6 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, შვეიცარიის ნაკრების ლიდერმა, ჯერდან შაჩირიმ კომენტარი გააკეთა და თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილება გამოხატა. “ფორმაცია შევცვალეთ, შესაძლოა ამან თავისი როლი ითამაშა, მაგრამ ფაქტია, რომ მატჩი პირველ ტაიმში წავაგეთ. პლეი-ოფის დონეზე თამაშის დროს საჭიროა, რომ […]
ზურიკო დავითაშვილი: “ამ პერიოდში გამარჯვება განსაკუთრებით გვჭირდებოდა”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს სტუმრად, პრიშტინაში – 2:1 დაამარცხა. ვილი სანიოლისთვის სადებიუტო ოფიციალურ გამარჯვებაში, ხოლო უშუალოდ მუნდიალების საკვალიფიკაციო ეტაპზე 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ მოგებაში წვლილი გოლებით თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა შეიტანეს. მატჩის დასრულების შემდეგ, გამარჯვების გოლის ავტორმა, ზურიკო დავითაშვილმა მატჩი შეაფასა და პირველი ემოციები გამოხატა. “გოლის […]
მუნდიალი 2022 | იაპონიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის იაპონიის ნაკრების 26-კაციანი განაცხადი ცნობილია. ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლები ყატარში გასაამრთ მუნდიალს შემდეგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შემადგენლობით შეხვდებიან: მეკარეები: ეჯი კავაშიმა, შუიჩი გონდა, დანიელ შმიდტი. მცველები: იუტო ნაგატომო, მაია იოშიდა, ჰიროკი საკაი, შოგო ტანიგუჩი, იუტა ნაკაიამა, მიკი იამანე, ჰიროკი საკაი, ჰიროკი იტო, კო იტაკურა. ნახევარმცველები: გაკუ შიბასაკი, ტაკუმი მინამინო, ტაკეფუსა კუბო, ჰიდემასა მორიტა, ვატარუ ენდო, იუნია იტო, აო ტანაკა, კაორუ მიტომა, დაიჩი კამადა, რიცუ დოანი, იუკი […]
მუნდიალი 2022 | ლაშა სილაგავა: “ლივაკოვიჩმა თამაშის წესი დაარღვია – პენალტი სამართლიანად დაინიშნა”
კატარში მიმდინარე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/2-ფინალურ მატჩში, მუნდიალის ორგზის გამარჯვებულმა არგენტინის ნაკრებმა, მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, ხორვატიის ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა და 2018 წელს, რუსეთში განცდილი მარცხის გამო სრულფასოვანი რევანში აიღო. შეხვედრაში გოლები ლიონელ მესიმ (34) და ხულიან ალვარესმა (39, 69) გაიტანეს. 7 ოქროს ბურთის მომგება ფეხბურთელმა მიმდინარე ტურნირზე მეხუთე (საუკეთესო შედეგი კილიან მბაპესთან ერთად), ხოლო […]
მოლაპარაკებები დაწყებულია: ბარსელონა დანი ოლმოს დაბრუნებას შეეცდება
Sport.es–ის ინფორმაციით, “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დანი ოლმოს შეძენას შეეცდება. წყარო ირწმუნება, რომ კატალონიური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ “ლაიფციგის” ფეხბურთელის აგენტებს. ესპანელი ნახევარმცველის კონტრაქტი გამოსასყიდ თანხად 80 მილიონ ევროს ითვალისწინებს, მაგრამ “ბლაუგრანაში” იმედოვნებენ, რომ ფასის შემცირებას მოახერხებენ. დანი ოლმო “ბარსელონას” აკადემიის, “ლა მასიას” აღზრდილია, რომლის 18-წლამდელთა გუნდიც 2014 წელს დატოვა და ხუთწელიწადნახევარი ზაგრების “დინამოში” გაატარა. […]
შვედეთის მწვრთნელი: “საქართველოსთან ძირითად შემადგენლობას არ დავასვენებთ, შესაძლოა ორი ფორვარდით ვითამაშოთ”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იან ანდერსონმა ბათუმში გამომგზავრებამდე პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა. “ჩვენ გვინდა, რომ ორი ცენტრალური თავდამსხმელით ვითამაშოთ. ცხადია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მატჩია მნიშვნელოვანია. ესპანეთთან მატჩის წინ მნიშვნელოვანი მოთამაშეების დასვენება არ იგეგმება. ახლა საქართველოსთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელსაც აქვს […]
მუნდიალი 2022 | მესიმ და შჩესნიმ მატჩის დროს სანაძლეო დადეს
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება. მესამე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი C ჯგუფის შეხვედრა აღმოჩნდა, რომელშიც არგენტინის ნაკრებმა პოლონეთის ეროვნულ გუნდს – 2:0 აჯობა. შეხვედრაში გოლები ალექსის მაკალისტერმა და ხულიან ალვარესმა გაიტანეს. მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი 38-ე წუთი იყო, როცა ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ მუნდიალზე თავისი მესამე პენალტიდან მეორე ვერ […]
უამინდობის გამო საქართველოს ნაკრების თვითმფრინავს კოსოვოში პრობლემა შეექმნა
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრის გასამართად 12 ოქტომბერს კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში გაემგზავრა. როგორც ირკვევა, საქართველოს ეროვნულ გუნდს კოსოვოში ჩაფრენამდე პრობლემები შეექმნა. საქმე ისაა, რომ “საქართველოს ავიახაზების” წარმომადგენელ ბოინგს (TGZ2781 | REG: 4L-TGC), რომელიც ჩარტერულ რეისს თბილისიდან პრიშტინას მიმართულებით მიფრინავდა, 40 წუთის განმავლობაში კოსოვოს დედაქალაქის აეროპორტში დაჯდომა გაუჭირდა და მონიშნულ ტერიტორიას […]
ხვიჩა კვარაცხელია მუნდიალის საკვალიფიკაციო ჯგუფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველი ტალანტი საუკეთესო თერთმეტეულში ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა სპორტულმა გამოცემამ, Whoscored-მა შეიყვანა. ყაზანის “რუბინის” 20 წლის ქართველი შემტევი სიმბოლურ გუნდში ისეთ ფეხბურთელებთან ერთად მოხვდა, როგორებიც აიმერიკ ლაპორტი, ფერან ტორესი, სერხიო ბუსკეტსი, ვიქტორ ლინდელოფი, ალექსანდრ ისაკი, კოსტას ციმიკასი და სხვები […]
მუნდიალი 2022 | რატომ აპირებდა რონალდუ მსოფლიოს ჩემპიონატის დატოვებას?
5 ოქროს ბურთის მფლობელი, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დატოვებას აპირებდა. როგორც პორტუგალიური მედია იუწყება, ამის მიზეზი 37 წლის ფეხბურთელის მერვედფინალურ შეხვედრაში (შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ – 6:1) ძირითად შემადგენლობაში არ ყოფნა იყო. აღნიშნულ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს ნაცვლად ფერნანდუ სანტუშის სამწვრთნელო გუნდმა ძირითად შემადგენლობაში 21 წლის თავდამსხმელი, გონსალო რამუში შეიყვანა, “ბენფიკას” ახალგაზრდა ფორვარდი, რომელმაც ჰეთ-თრიკის […]