მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი რეიტინგში პირველ ადგილზე გადავიდა
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, არგენტინის ნაკრები FIFA-ს რეიტინგში პირველ პოზიციაზე დაწინაურდა. კატარში გამართული 2022 წლის მუნდიალის ტრიუმფატორი მსოფლიო რეიტინგის სათავეში მეზობელი ბრაზილიის გადასწრების შემდეგ აღზევდა. ამ პოზიციაზე “ალბისელესტე” ბოლოს 2017 წლის იანვარში იმყოფებოდა. მარტის თვეში ლიონელ მესიმ და მისმა თანანაკრებელებმა 2 მატჩი გამართეს და პანამა (2:0) და კურასაო (7:0) დაამარცხეს. რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:
“სევილიას” და არგენტინის ნაკრების მარჯვენა მცველს, გონსალო მონტიელს სამშობლოში გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი, რომელშიც 26 წლის არგენტინელი ბრალდებულია, ფეხბურთელის სახლში 2019 წლის 1 იანვარს, მის დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა. სავარაუდო მსხვერპლი ამტკიცებს, რომ გონსალო მასზე სექსუალურად ძალადობდა და ამ პროცესში სხვა მამაკაცებიც მონაწილეობდნენ, თუმცა მათი რაოდენობის ზუსტად […]
FIFA-მ მსოფლიოს განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. განახლებული რეიტინგის საუკეთესო სამეულში კატარში გამართული მუნდიალის ფინალისტები მოხვდნენ – არგენტინის ნაკრები მეორე პოზიციაზე, ხოლო საფრანგეთი მესამეზე აღზევდა. მათ თითო-თითო პოზიციით წინ აიწიეს. FIFA-ს რეიტინგს კვლავაც ბრაზილიის ნაკრები ლიდერობს, რომელმაც მუნდიალზე გამოსვლა მეოთხედფინალურ ეტაპზე დაასრულა, სადაც ხორვატიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა. ცხადია, […]
რა ბედი ელის კატარის სტადიონებს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ?
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის გამართვის დროსა და ადგილის შესახებ მრავალი მითქმა-მოთქმის, ნეგატიური წინარეგანწყობისა და კრიტიკული მოსაზრებების ფონზე გამართული უდიდესი საფეხბურთო ფორუმის გამარჯვებული ისტორიაში მესამედ არგენტინის ნაკრები გახდა, ლიონელ მესიმ კი თავისი უმდიდრესი ტიტულების კოლექცია სრულფასოვნად დააკომპლექტა. ტურნირის დასრულების შემდეგ, საინტერესოა, თუ რა ბედი ელის კატარის სტადიონებს, რომლების მშენებლობასაც უზარმაზარი ფინანსური რესურსი დასჭირდა და რასაც […]
Corriere Dello Sport: “ჩემპიონატი მალე განახლდება, კვარა კი თავის მაგიას იბრუნებს”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გულშემატკივარს საკლუბო ფეხბურთი უბრუნდება. დიდ თამაშს ელიტარული საფეხბურთო ქვეყნებიდან განსაკუთრებით იტალიაში არიან მონატრებულნი, რომელთა ეროვნულ გუნდსაც კატარში გამართულ მუნდიალზე მონაწილეობა არ მიუღია და აპენინელები ახლა საკლუბო ტურნირების განახლებას განსაკუთრებით ელიან. Corriere Dello Sport სერია A-ს განახლებაზე აქტიურად საუბრობს და კლუბების მზადყოფნას განიხილავს, სადაც აქცენტს “ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიაზე აკეთებს. […]
მუნდიალი 2022 | რა დატვირთვას ატარებს მოსასხამი, რომლითაც ლეო მესი შემოსეს?
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალი ტურნირის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დასკვნითი მატჩის სტატუსით შევიდა. ლიონელ მესის დუბლისა და კილიან მბაპეს ჰეთ-თრიკის, პენალტების სერიისა და ემილიანო მარტინესის გმირობის შემდეგ, 7 ოქროს ბურთის მფლობელმა ფეხბურთელმა თავისი ტიტულების უმდიდრეს კოლექციას ერთადერთი დარჩენილი ჯილდოც შეჰმატა. არაერთი გამორჩეული ეპიზოდით დატვირთულ საფეხბურთო სანახაობას დამატებითი ელფერი დაჯილდოების ცერემონიალმაც შესძინა. ბევრი გულშემატკივრისთვის დამაბნეველი […]
ოფიციალურად: სერხიო ბუსკეტსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ესპანელი ფეხბურთელისთვის სანაკრებო კარიერაში ბოლო დიდი ტურნირი გახლდათ, რის შემდეგაც მან “ფურია როხას” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, 34 წლის ფეხბურთელი საკლუბო კარიერაში ცვლილებისთვისაც ემზადება და უახლოეს თვეებში “ბარსელონას” დატოვებს და “ინტერ მაიამის” წევრი გახდება. სერხიო ბუსკეტსმა ესპანეთის […]
მუნდიალი 2022 | ლუკა მოდრიჩი: “იმედი მაქვს, ლიონელ მესი მუნდიალს მოიგებს”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში არგენტინის ნაკრებთან მარცხის – 0:3 შემდეგ, ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი გუნდის გამოსვლით კმაყოფილია, ხოლო ლეო მესის და მის გუნდს მუნდიალის მოგებაში წარმატება უსურვა. “გუნდის გასახდელში ძალიან რთული ატმოსფეროა, რადგან ნებისმიერ ეტაპზე, წაგება ყოველთვის სამწუხაროა. კარგად ვიწყებდით, თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ იმ კუთხურმა, რომელიც […]
მუნდიალი 2022 | ლაშა სილაგავა: “ლივაკოვიჩმა თამაშის წესი დაარღვია – პენალტი სამართლიანად დაინიშნა”
კატარში მიმდინარე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/2-ფინალურ მატჩში, მუნდიალის ორგზის გამარჯვებულმა არგენტინის ნაკრებმა, მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, ხორვატიის ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა და 2018 წელს, რუსეთში განცდილი მარცხის გამო სრულფასოვანი რევანში აიღო. შეხვედრაში გოლები ლიონელ მესიმ (34) და ხულიან ალვარესმა (39, 69) გაიტანეს. 7 ოქროს ბურთის მომგება ფეხბურთელმა მიმდინარე ტურნირზე მეხუთე (საუკეთესო შედეგი კილიან მბაპესთან ერთად), ხოლო […]
მუნდიალი 2022 | ლიონელ სკალონი: “ამაღელვებელი მომენტია, მაგრამ კიდევ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა ხორვატიას – 3:0 ლიონელ მესის გოლისა და ხულიან ალვარესის დუბლის მეშვეობით მოუგო. მატჩის დასრულების შემდეგ, კატარში მიმდინარე მუნდიალის პირველი ფინალისტი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ისაუბრა. “ჩვენ ვზეიმობთ, რადგან ეს რაღაც ძალიან ამაღელვებელია, მაგრამ ჯერ წინ კიდევ ერთი ნაბიჯი რჩება. სიამოვნების დროა, მაგრამ უკვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც […]
მუნდიალი 2022 | არგენტინა – ხორვატიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/2-ფინალური ეტაპის შეხვედრაში, მუნდიალის 2-გზის გამარჯვებულმა არგენტინის ნაკრებმა ვიცე-ჩემპიონი ხორვატია – 3:0 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა, რომელმაც 7.9 კოეფიცინტით შეფასება დაიმსახურა და შეხვედრის შემდეგ დაწესებული ტრადიციული, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო. ოქროს ბურთის 7-გზის გამარჯვებულმა ეს პრიზი კარიერაში მეათედ მოიგო, რაც ერთპიროვნული რეკორდია, ხოლო არგენტინელ სუპერვარსკვლავთან ყველაზე […]
მუნდიალი 2022 | ლეო მესი: “ეს უბრალოდ გიჟური გუნდია, ჩვენ ეს შევძელით”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში გასვლის შემდეგ, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა და არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ კომენტარი გააკეთა. “ახლა ჩემს გონებაში ბევრი რამ ხდება. ამაღელვებელია ამ ყველაფრის ნახვა: ჩვენი ოჯახების და ახლობლებისა და მთელს მსოფლიოში ბედნიერი ხალხის ნახვა, რომლებიც მთელი მსოფლიოს ჩემპიონატის განმავლობაში ჩვენს გვერდით არიან. გასაოცარია მთელი ის პერიოდი, რომელიც ჩვენ […]