მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი რეიტინგში პირველ ადგილზე გადავიდა
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, არგენტინის ნაკრები FIFA-ს რეიტინგში პირველ პოზიციაზე დაწინაურდა. კატარში გამართული 2022 წლის მუნდიალის ტრიუმფატორი მსოფლიო რეიტინგის სათავეში მეზობელი ბრაზილიის გადასწრების შემდეგ აღზევდა. ამ პოზიციაზე “ალბისელესტე” ბოლოს 2017 წლის იანვარში იმყოფებოდა. მარტის თვეში ლიონელ მესიმ და მისმა თანანაკრებელებმა 2 მატჩი გამართეს და პანამა (2:0) და კურასაო (7:0) დაამარცხეს. რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:
ლეო მესი: “ბარსელონაში დავბრუნდები და შეიძლება მუნდიალზეც ვითამაშო”
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ მორიგი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ბევრი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა, მათ შორის მეტად საინტერესო კი მისი სამომავლო გეგმები იყო. “როდესაც კარიერას დავასრულებ, საცხოვრებლად ბარსელონაში დავბრუნდები, ეს ჩემი სახლია. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალიდან ყველაფერი შევინახე. კატარში გამართული ტურნირის ფინალური მატჩიდან მაისურები, ბუცები, ყველაფერი შევინახე. ისინი ახლა არგენტინის ნაკრების განკარგულებაშია […]
პელეს მდგომარეობა დამძიმდა – ბრაზილიელი ლეგენდა კლინიკაში რჩება
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის საავადმყოფო ავრცელებს, რომელშიც ვეტერანი ბრაზილიელი მკურნალობს. სან პაულოში მდებარე, ალბერტ აინშტაინის სახელობის ებრაული კლინიკის განცხადებით, დაავადება, რომელიც პელეს აწუხებს, ორგანიზმში უფრო მეტად ვითარდება და ახლა 82 წლის ლეგენდა მეტ ზრუნვას საჭიროებს. პელე საავადმყოფოში 29 ნოემბერს რესპირატორული ინფექციის გამო შეიყვანეს. ასევე, მას მსხვილ […]
მუნდიალი 2022 | ლუკა მოდრიჩი: “ხორვატიას ისეთივე დნმ აქვს, როგორიც მადრიდის რეალს”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ, რომელშიც ხორვატიის ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდება, ევროპული ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და თავისი ეროვნული გუნდი მადრიდის “რეალს” შეადარა. “შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ხორვატიის ნაკრებს, გვაქვს ისეთივე დნმ, როგორიც მადრიდის “რეალს”, რადგან ჩვენ ყოველთვის ბოლომდე მივდივართ და არასდროს ვნებდებით. რა თქმა უნდა, ლიონელ მესი დიდი ფეხბურთელია, ის არგენტინის საუკეთესო […]
მუნდიალი 2022 | ნიდერლანდები – არგენტინა: პენალტების სერია | VIDEO
მუნდიალი 2022 | ბილეთების პრობლემა – FIFA გულშემატკივარს ატყუებს?
ყატარში მიმდინარე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატმა სტარტი 20 ნოემბერს აიღო და ორი სათამაშო დღე უკვე გაიმართა. უჩვეულო სეზონზე მიმდინარე მუნდიალს, დაწყებამდეც კი მილიონობით კრიტიკოსი ჰყავდა, პროცესში კი მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ამჯერად, პრობლემას ის გულშემატკივრები წააწყდნენ, რომლებმაც ტურნირის მატჩებზე დასასწრები ბილეთები ვირტუალურად შეიძინეს. საქმე ისაა, რომ ბევრმა მათგანმა სტადიონზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მათი ელექტრონული […]
ბრუნო ფერნანდეშმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა
“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა კლუბსა და ნაკრებში მისი თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს და მასთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. რამდენიმე დღის წინ, პორტუგალიის ნაკრების გასახდელიდან გავრცელდა ვიდეო, რომელშიც “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველსა და თავდამსხმელს ერთმანეთთან არც ისე თბილი შეხვედრა ჰქონდათ. “არავისთან პრობლემა არ მაქვს. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს და როგორც ერთხელ მწვრთნელმა მითხრა, ყველაფერი, რისი კონტროლიც შეგიძლია, […]
მუნდიალი 2022 | განას ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი მონაწილე განას ნაკრები იქნება. ის აფრიკული გუნდი, რომელიც ბოლო იყო თავისი კონტინენტის წარმომადგენლებს შორის, რომელმაც მუნდიალის მეოთხედფინალში ითამაშა. ეს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, მას შემდეგ კი განელები 2014 წელს ჯგუფში ჩარჩნენ, რუსეთში გამართულ მუნდიალზე მოხვედრა კი საერთოდ ვერ შეძლეს. 2022 წელს განა მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო […]
მუნდიალის მასპინძელი სტადიონები – ისტორია, ღირებულება და ყველაფერი ყატარის არენებზე
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. უჩვეულო ტურნირი, რომელიც ტრადიციული ზაფხულის ნაცვლად, ზამთარში უნდა გაიმართოს, 20 ნოემბერს, მასპინძელი ყატარისა და ეკვადორის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნება. გახსნის ცერემონიალი და პირველი შეხვედრა ალ ბაიტის სტადიონზე გაიმართება, საიდანაც სტარტს მსოფლიოში ყველაზე ყურებადი და ფეხბურთის გულშემატკივრების საყვარელი ტურნირი აიღებს. მთლიანობაში, მუნდიალს 8 სხვადასხვა სტადიონი მოემსახურება, რომელიც მართლაც […]
მუნდიალი 2022 | იაპონიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის იაპონიის ნაკრების 26-კაციანი განაცხადი ცნობილია. ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლები ყატარში გასაამრთ მუნდიალს შემდეგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შემადგენლობით შეხვდებიან: მეკარეები: ეჯი კავაშიმა, შუიჩი გონდა, დანიელ შმიდტი. მცველები: იუტო ნაგატომო, მაია იოშიდა, ჰიროკი საკაი, შოგო ტანიგუჩი, იუტა ნაკაიამა, მიკი იამანე, ჰიროკი საკაი, ჰიროკი იტო, კო იტაკურა. ნახევარმცველები: გაკუ შიბასაკი, ტაკუმი მინამინო, ტაკეფუსა კუბო, ჰიდემასა მორიტა, ვატარუ ენდო, იუნია იტო, აო ტანაკა, კაორუ მიტომა, დაიჩი კამადა, რიცუ დოანი, იუკი […]
მუნდიალი 2022 | მაროკოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის, მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგიმ 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მუნდიალის დაწყებამდე, აფრიკული ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მეტოქის 23 ფეხბურთელით დაკომპლექტებული განაცხადი შემდეგნაირია: მეკარეები: იასინ ბუნუ, მუნირ მოჰამედ, აჰმედ რედა ტაგნაუტი. მცველები: აშრაფ ჰაკიმი, ნუსაირ მაზრაუი, ნაიეფ აგერდი, ბადრ ბენუნი, რომან საისი, იაჰია ატიატ ალაჰი, ჯავად ელ […]
სონის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა – კორეელი მუნდიალზე ითამაშებს
ჰიუნ-მინ სონის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და კორეელი შემტევი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს. ლონდონის “ტოტენჰემის” მარცხენაფლანგელმა საკუთარ Instagram-ის სთორიში გამოაქვეყნა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყატარში გასამართ მუნდიალზე მონაწილეობას მიიღებს. 30 წლის ფეხბურთელმა სახის არეში დაზიანება უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში, “მარსელის” წინააღმდეგ (1:2) მიიღო და მოედანი მატჩის 28-ე წუთზე დატოვა, რის გამოც […]