საქართველოს ნაკრების ვეტერანმა შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი დემეტრაძემ, რომელიც კარიერის განმავლობაში კიევის “დინამოშიც” თამაშობდა, უკრაინულ მედიასთან კატარში მიმდინარე მუნდიალთან დაკავშირებით ისაუბრა. “სუპერ ტურნირია, ძალიან საინტერესო მატჩებია. ერთადერთი, რაც მაწუხებს, ჩემი საყვარელი არგენტინის ნაკრების თამაშია. ისინი ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, მათ პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდნენ, დანიის ნაკრები ჩემგან სიმპატიებს […]