მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში, ხორვატიის ეროვნულ გუნდთან განცდილი მარცხის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა, ნეიმარმა აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის ტიტეს შესახებ ემოციურად ისაუბრა. “სანამ პირადად შევხვდებოდით, საფეხბურთო მოედანზე არაერთხელ გადავიკვეთეთ. ყოველთვის ვფიქრობდი, ვინმეს გაბრაზება მაინც თუ შეუძლია ტიტეს? ალბათ იმიტომ, რომ მაშინ შეკრიბე გუნდი, გამხადე მისი ლიდერი, მომეცი გოლების გატანის საშუალება. გიცნობდი, როგორც მწვრთნელს […]