კატარში მიმდინარე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისწინა დღეს, კამერუნის ნაკრების შიდა სამზარეულოში სკანდალი მოხდა, რის შემდეგაც, ეროვნული გუნდიდან ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი, მეკარე, ანდრე ონანა დაითხოვეს. ამსტერდამის “აიაქსის” ყოფილი და მილანის “ინტერის” მოქმედი გოლკიპერის ნაკრებიდან მოკვეთის მიზეზად განსხვავებული ვერსიები დასახელდა. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ იგი ნაკრებიდან მთავარმა მწვრთნელმა, რიგობერტ სონგმა […]