ჰიტცფელდი: ,,ნაგელსმანის მისამართით კრიტიკა უადგილოა”
აპრილი 23, 2022
0
მიუნხენის ,,ბაიერნის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ოტმარ ჰიტცფელდმა, იულიან ნაგელსმანი დაიცვა: ,,ნაგელსმანის მისამართით კრიტიკა უადგილოა. ყველა მატჩს ვერ მოიგებ. ჩემი აზრით, ის საკუთარ მოვალეობებს თავს შესანიშნავად ართმევს და ძალიან კარგი მონაცემები აქვს. იულიანი ბაიერნისთვის შესაფერისი მწვრთნელია,” – ჰიტცფელდის სიტყვებს Sky Germany ციტირებს. ბუნდესლიგის 30 ტურის შემდეგ, ,,ბაიერნი” 72 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,დორტმუნდს” […]