ნაპოლი და ოსიმენი ახალ კონტრაქტზე ჯერჯერობით არ შეთანხმებულან
გუშინ ,,ნაპოლის” თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის აგენტი, რობერტო კალენდა გუნდის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა. ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მხარეები მოლაპარაკებებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მართავენ, თუმცა ფეხბურთელის აგენტმა დე ლაურენტისისგან სასურველი შეთავაზება ჯერჯერობით ვერ მიიღო. საუბარია მაღალ ხელფასზე, რომელიც ნიგერიელს სხვა გუნდში გადასვლის შემთხვევაში, გარანტირებული ექნება. პრეზიდეტნმა კალენდას ასევე შეატყობინა, რომ მზადაა, თავდამსხმელს 150 მილიონი […]
ნაპოლის 10 საუკეთესო გოლს შორის კვარაცხელიას 3 გოლი მოხვდა | VIDEO
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ბერგამოს “ატალანტას” კარში გატანილი გოლი 2022/23 წლების სეზონის იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესოდ დასახელდა. 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა აღნიშნული გოლი 2023 წლის 11 მარტს 26-ე ტურის ეგიდით გაიტანა, როცა მარტოდმარტო 8 მეტოქის წინაშე დარჩენილმა მეტოქის კარის აღება შესანიშნავი ცრუმოძრაობების შემდეგ ზუსტი დარტყმით შეძლო. ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი გოლი ატალანტას წინააღმდეგ […]
კვარაცხელია ნაპოლისთან ხანგრძლივ კონტრაქტს გააფორმებს
,,ნაპოლის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდა, ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქართველ ფეხბურთელს ხელშეკრულების 2028 წლამდე გახანგრძლივება და გაზრდილი ხელფასი შესთავაზეს. ახალი კონტრაქტის თანახმად, კვარას ანაზღაურება სეზონში 3 მილიონი ევრო იქნება, რითაც ოსიმენის, ლოზანოსა და ზელინსკის შემდეგ, ,,ნაპოლის” მეოთხე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. ,,ნაპოლიში” ჩატარებულ სადებიუტო სეზონში კვარაცხელიამ 43 […]
ანგისა: “მომწონს კვარაცხელია – არამარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი”
“ნაპოლის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ზამბო ანგისამ, გასული სეზონი შეაჯამა და თანაგუნდელებზეც ბევრი ისაუბრა. კამერუნელმა ფეხბურთელმა განსაკუთრებული ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა და ქართველი ფეხბურთელისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ანგისას თქმით, ლუჩანო სპალეტიმ “საუკეთესო გუნდი” ჩამოაყალიბა, რომელიც სავსე იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებით, გამოცდილი მოთამაშეებით, შემტევითი სტილითა და ისეთი ტიპის ენერგიით, რომელიც გულშემატკივართან პირდაპირ კავშირში იყო – გუნდი, რომელიც უახლოეს […]
დე ლაურენტისი: “ოსიმენი ნაპოლიში რჩება”
უახლესი ინფორმაციით, “ნაპოლის” ნიგერიელი ფორვარდი და სერია A-ს ბომბარდირი, ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს. აღნიშნულ ინფორმაციას ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სანდო წყარო, იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ პოსტში, რომანოს “ნაპოლის” პრეზიდენტის სიტყვები მოჰყავს ციტატად, სადაც იგი იტყობინება, რომ ნიგერიელ ფორვარდთან შეთანხმება მიღწეულია. Napoli president de Laurentiis: “We’ve an agreement in […]
ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია იქნება
“ნაპოლიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჩაიბარებს. იტალიურ კლუბში ლუჩიანო სპალეტის რუდი გარსია ჩაანაცვლებს. “მაქვს პატივი, რომ გამცნოთ, მრავალი შეხვედრის შემდეგ ბატონი რუდი გარსია “ნაპოლის” ახალი მწვრთნელი იქნება. მთელი გულით მივესალმები მას და წარმატებებს ვუსურვებ!” – განაცხადა გუნდის მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა. შეგახსენებთ, რომ 59 წლის სპეციალისტს კარიერის ძირითადი ნაწილი საფრანგეთში აქვს გატარებული […]
“გალტიე ნაპოლის შეუთანხმდა” – La Gazzetta dello Sport
იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, კრისტოფ გალტიე “ნაპოლის” მომავალი მთავარი მწვრთნელი გახდება. La Gazzetta dello Sport აღნიშნავს, რომ ნეაპოლიტანური კლუბის წარმომადგენლებსა და გალტიეს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და კონტრაქტის დეტალებიც ცნობილია. ავტორიტეტული იტალიური მედია საშუალების მტკიცებით, გალტიე 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელიც სამომავლოდ შესაძლოა კიდევ 1 წლით გახანგრძლივდეს. ასევე ცნობილია, რომ ფრანგი სპეციალისტი ხელფასის სახით […]
ნაპოლის ყველა გოლი სერია A-ს 2022-2023 წლების სეზონში | VIDEO
Sky: “ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტთა ათეულშია”
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია Skybet-ის მიხედვით 2023 წლის ოქროს ბურთისთვის მებრძოლ ფეხბურთელთა საუკეთესო ათეულში იმყოფება. Sky-ის მიერ დაჯამებული სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატი 48%-იანი შანსით ლეო მესია, ხოლო მეორე ადგილზე 40%-იანი მაჩვენებლით “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდია. ათეულში მყოფ კიდევ 8 ფეხბურთელს 2 და 1%-იანი მაჩვენებლები აქვთ. ხვიჩა […]
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ,,კვარაცხელიასთვის სერია A-ს სადებიუტო სეზონიც განსაცვიფრებელი იყო. ის, 1990 წლის შემდეგ პირველად, ,,ნაპოლის” იტალიის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. მისი თამაში იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ,,კვარადონა” შეარქვეს,” – წერია uefa.com-ზე. […]
კიმ მინ-ჯესა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის შეთანხმება შედგა
ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე “ნაპოლის” ცენტრალური მცველი, კიმ მინ-ჯეა. როგორც ირკვევა, კიმ მინ-ჯეს წარმომადგენლებსა და ინგლისურ გრანდს შორის პირველი სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა და ფაბრიციო რომანოს ცნობით, სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი “წითლებს” შემდეგ თვეში შეუერთდება. ერიკ ტენ ჰაგის მიერ გაწვრთნილი გუნდი კიმ მინ-ჯეს სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, ამავე დროს, კლუბს […]