ნასერ ალ-ჰელაიფი | ფინანსური ინტერესი არ გვაქვს, მბაპე არ იყიდება!
ლეო მესის პარიზულ გრანდში გადასვლის შემდეგ, კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე სპეკულაციების ახალი ტალღა აგორდა. გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” ფრანგი ვარსკვლავის შეძენით ინტერესდება. მბაპეს ტრანსფერი განსაკუთრებით აქტუალური კიდევ ერთი გარემოების გამო გახდა – “პსჟ”-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წელს იწურება, გახანგრძლივების თაობაზე კი მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. ჭორების გაქარწყლება და შექმნილი აჟიოტაჟის განეიტრალება “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა […]
პსჟ-ს პრეზიდენტი | მბაპე არ იყიდება!
“პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტი – ნასერ ალ-ჰელაიფი, პარიზული გრანდის ფანებისთვის სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. ნასერ ალ-ჰელაიფის მტკიცებით, კილიან მბაპე გუნდში რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, მბაპეს შესანარჩუნებლად პარიზელები ყველა ღონეს იხმარენ და ფრანგ ვარსკვლავს არავითარ შემთხვევაში შეელევიან. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, მბაპე “პარი სენ ჟერმენის” ღირსებას კიდევ 1 წლის განმავლობაში დაიცავს, თუმცა ევროპულ მედია საშუალებებში შესაძლო ტრანსფერის შესახებ სპეკულაციები […]
ნეიმარი: “აღარ მსურს “პარი სენ ჟერმენის” მაისურით თამაში”
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარი ნასერ ალ-ჰელაიფის შეხვდა და “პარი სენ ჟერმენის” დატოვების სურვილის შესახებ აცნობა. ფრანგული და ესპანური ტაბლოიდების მტკიცებით, ნეიმარს კვლავ “ბარსელონაში” დაბრუნება სურს. მადრიდის “რეალის” მესვეურები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 300 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვას გეგმავენ – თუმცა ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი შესაძლოა “ბარსელონამ” განახორციელოს. El Mundo-ს მტკიცებით, კატალონიელები უკვე განიხილავენ ნეიმარის დაბრუნების […]