ბითაძე: “შრომას გავაგრძელებ”
ივნისი 20, 2019
136
მოგეხსენებათ, დღეს ბრუკლინში NBA-ს დრაფტი გაიმართება. 19 წლის ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ დრაფტამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. “NBA-ს დონეზე სათამაშოდ, ყველა კომპონენტი უნდა გავაუმჯობესო. ვფიქრობ, რომ განვითარებისთვის კიდევ დიდი არეალი მაქვს, ამიტომ შრომას გავაგრძელებ,” – თქვა გოგამ.