სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” NCAA-ის ეგიდით მორიგი მატჩი გამართა, სადაც “ჯორჯთაუნთან” 6-ქულიანი სხვაობით 75:81 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ “სეტონ ჰოლი” დამარცხდა, ქართველი კალათბურთელი შედეგიან ასპარეზობას კვლავ განაგრძობს და მან თავის გამოჩენა “ჯორჯთაუნთან” შეხვედრაშიც შეძლო. პარკეტზე ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის ყველაზე მეტი ქულა სწორედ სანდრომ ჩააგდო. მამუკელაშვილმა პარკეტზე 34 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა, 5 […]