ნეით დიასი პოლიციას ჩაბარდა
UFC-ის ყოფილი მებრძოლი ნეით დიასი პოლიციას ჩაბარდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მებრძოლი ამერიკის დროით 7:10 საათზე ნიუ ორლეანსის პოლიციის დეპარტამენტში თავად მივიდა. ნეითს ბრალი ქუჩის ჩხუბში ედება, რომელშიც მან ერთ-ერთი ადამიანი გათიშა. აღნიშნულის გამო, მებრძოლს რვა წლიანი პატიმრობა ან $2000-იანი ჯარიმა ემუქრება. შეგახსენებთ, რომ დიასს სულ მალე ბრძოლა ელის. მისი მოწინააღმდეგე ჯეიკ პოლი იქნება. მათი დაპირისპირება […]
ჯეიკ პოლისა და ნეით დიასის ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა
UFC-ის ყოფილ მებრძოლს ნეით დიასსა და იუთუბერს, ახლა უკვე მოკრივეს, ჯეიკ პოლს შორის ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა. მათი დაპირისპირება 5 აგვისტოს დალასში გაიმართება. ნეით დიასი გამოცდილი მებრძოლი, რომელსაც შთამბეჭდავი რეკორდი აქვს MMA-ში. UFC-ში ასპარეზობის დროს არაერთ კარგ მებრძოლს დაპირისპირებია, მათ შორის კონორ მაკგრეგორსაც, რომლის დამარცხებაც 2016 წელს შეძლო. ჯეიკ პოლს კრივში უკვე 6 პროფესიონალური ბრძოლა აქვს […]
ჯეიკ პოლმა MMA-ს სადებიუტო ბრძოლაში ნეით დიასი გამოიწვია
ჯეიკ პოლმა პროფესიონალ მებრძოლთა ლიგასთან (PFL) კონტრაქტი გააფორმა. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ამერიკელს MMA-ში ვიხილავთ. ბოლო ბრძოლაში 25 წლის პოლმა UFC-ის საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი ანდერსონ სილვა დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაპირისპირება არა ოქტაგონზე, არამედ რინგზე შედგა. მოსალოდნელია, რომ მისი დებიუტი 2023 წელს Super Fight დივიზიაში შედგეს. საინტერესოა, რომ UFC-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი […]
რა თანხა გამოიმუშავეს მთავარი ბრძოლების მონაწილეებმა UFC 279-ზე?
UFC 279 განვითარებული მოვლენების გამო, ნამდვილად განსაკუთრებული გამოდგა. 12-მა მებრძოლმა ვერ შეძლო ოფიციალური წონის დაფიქსირება, მათ შორის ხამზატ ჩიმაევმაც. ამის გამო, მისი მეტოქე ნეით დიასი მის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარს აცხადება. გარდა ამისა, კულისებში დაწყებული ჩხუბის გამო პრესკონფერენციაც გაუქმდა. დიდი საფრთხე იყო, რომ აღნიშნული ღონისძიება საერთოდ ჩაშლილიყო, თუმცა, დანა უაითმა მებრძოლებს მეტოქეები შეუცვალა და კარგი სანახაობაც […]
კულისებში დაწყებული ჩხუბის გამო, UFC-ის პრესკონფერენცია გაუქმდა
უსაფრთხოების მიზნით, UFC-ის ისტორიაში პირველად პრესკონფერენცია გაუქმდა. მიზეზად ჩიმაევისა და დიასის გუნდებს შორის კულისებში დაწყებული ჩხუბი სახელდება. მოგვიანებით დანა უაითმა განაცხადა, რომ ხამზატ ჩიმაევსა და კევინ ჰოლანდს შორის ჩხუბი ატყდა და შემდეგ ეს ყველაფერი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დანა უაითის თქმით, პრესკონფერენციის გაუქმება, მებრძოლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სწორი ნაბიჯი იყო. უაითმა აღნიშნა, რომ UFC-ს არ ჰყავდა საკმარისი […]
ნეით დიასი, ჩიმაევთან ბრძოლის წინ, ზეწოლას საერთოდ ვერ გრძნობს
5 დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ხამზატ ჩიმაევმა დაამტკიცა, რომ UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მებრძოლია. კავკასიელი ნამდვილად ჩამოყალიბდა ვარსკვლავად, თუმცა, მას კიდევ სჭირდება გამარჯვებები საჩემპიონო ბრძოლის მისაღებად. ამჯერად, მისი ოპონენტი ძალიან გამოცდილი 37 წლის ნეით დიასი იქნება. ამერიკელს UFC-ში 15-წლიანი სტაჟი უმაგრებს ზურგს. ამ პერიოდის განმავლობაში, მან ერთხელ იბრძოდა ჩემპიონობისთვის და UFC-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლების ნაწილი […]
ნეით დიასი არაორდინალური ქცევით გულშემატკივარს კვლავ აკვირვებს | VIDEO
UFC-ის ვარსკვალი ნეით დიასი Instagram ლაივის დროს მარიხუანას ეწეოდა. ეს თითქოს მისგან მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუმცა, ყველაზე საინტერესო წინ არის. ამ ყველაფერს მებრძოლი მაშინ აკეთებდა, როდესაც ანტიდოპინგური სააგენტოს თანამშრომელი მას ამოწმებდა. ტესტი შარდის შემოწმებას მოიცავს, მაგრამ, როგორც ჩანს, სააგენტოს წარმომადგენელს საკმარისი რაოდენობის ნიმუში არ ჰქონდა და დიასის სახლში დიდხანს მოუწია გაჩერება. ამან ნეითს არ […]
UFC-ის ყველაზე ცნობადი მებრძოლები სოციალურ ქსელებში
საბრძოლო ხელოვნების მოყვარულებს UFC-ის სახით უმნიშვნელოვანესი ორგანიზაცია შეემატათ, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. UFC-ის მებრძოლების პოტენციალი ძალიან დიდი და ზრდადია, ვინაიდან თითოეული საბრძოლო ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ იქ მყოფთა უმრავლესობა შეუპოვარი ხასიათის მებრძოლია, რომელიც მუდმივი განვითარებისაკენ არიან მომართულნი. გთავაზობთ UFC-ის ვარსკვლავების TOP ხუთეულს, რომელთაც ყველაზე მეტი მიმდევარი ყავთ სოციალურ ქსელ Instagram-ზე: […]
დაპირისპირება ნიუ-იორკში – დიასი Vs. მასვიდალი
ნეით დიასი და ხორხე მასვიდალი UFC 244-ში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ბრძოლა 2 ნოემბერს ნიუ-იორკში დაანონსდა. UFC-ს ვარსკვლავი, ნეით დიასი 2016 წელს კონორ მაკგრეგორთან მარცხის შემდეგ, 3 წლით ისვენებდა, თუმცა გასულ თვეში ოქტაგონს დაუბრუნდა და ენტონი პეტისის დამარცხებაც მოახერხა. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე, დიასმა გულშემატკივარს სოციალურ ქსელში პატარა მინიშნება მისცა. Champ Camp #baddestmotherfuckerinthegame#msg 👊🏼 pic.twitter.com/kE17qsBqtM — Nathan Diaz […]