მინსკში მიმდინარე მე-2 ევროპულ თამაშებზე ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ კანოეში, 200 მეტრ დისტანციაზე მე-4 ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენმა მედალის ვერ მოგების მთავარ მიზეზებზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ტრავმასთან ერთად, ხელი მას კლიმატურმა პირობებმა შეუშალა. “თავის მართლება არ მინდა გამომივიდეს. თავიდან ტრავმას დიდი ყურადღება არ მივაქციეთ, მაგრამ საქმე ამ მხრივ რთულად იყო. ხელი შემიშალა ქარმაც. როგორც იცით, […]