მომდევნო კვირას, ეგვიპტეში აფრიკის ერთა თასი იწყება. ნიგერიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გერნოტ რორმა, გუნდის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა, სადაც “ლესტერ სიტის” თავდამსხმელი, კელეჩი იჰენაჩო, ვერ მოხვდა. ნიგერიის ნაკრები B ჯგუფშია განთესილი – “სუპერ არწივები” გვინეის, მადაგასკარისა და ბურუნდის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. იხილეთ ნიგერიელთა შემადგენლობა.