ნიკა გაგნიძე თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს
გორის ,,დილას” ნახევარმცველი, ნიკა გაგნიძე კარიერას სტამბოლის ,,უმრანიესპორში” გააგრძელებს. ინფორმაციას თურქული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ,,მოგესალმებით, ნიკა! ჩვენმა გუნდმა გორის დილადან 21 წლის ნახევარმცველი, ნიკა გაგნიძე გამოსყიდვის უფლებით, იჯარით აიყვანა. მივესალმებით მას და წარმატებებს ვუსურვებთ,” – წერს თურქული გუნდი სოციალურ ქსელში. მიმდინარე სეზონში ნიკა გაგნიძის ანგარიშზე გორის ,,დილას” მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 3 გოლია. ,,უმრანიესპორმა” […]
ეროვნულმა ლიგამ 2021 წლის საუკეთესოები გამოავლინა
ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2021 წლის სეზონში სხვადსხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოვლინდნენ. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები შემდეგნაირად გადანაწილდნენ: საუკეთესო მეკარე: ლაზარე კუპატაძე (“დინამო ბათუმი”) საუკეთესო მცველი: ირაკლი აზაროვი (“დინამო ბათუმი”) საუკეთესო ნახევარმცველი: სანდრო ალთუნაშვილი (“დინამო ბათუმი”) საუკეთესო თავდამსხმელი: ზორან მარუშიჩი (“დინამო თბილისი”) საუკეთესო მწვრთნელი: გია გეგუჩაძე (“დინამო ბათუმი”) საუკეთესო ფეხბურთელი: ზორან მარუშიჩი (“დინამო თბილისი”) საუკეთესო ლეგიონერი: ზორან მარუშიჩი (“დინამო თბილისი”) […]
ეროვნული ლიგა: XXI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტური რადენიმე საინტერესო და ამავე დროს, სენსაციური შედეგით გამოდგა დასამახსოვრებელი. სათამაშო კვირის და მთლიანად სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია სამტრედიაში დაფიქსირდა, სადაც თითქმის მეორე ლიგაში დაქვეითებულმა “სამტრედიამ” ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი “დინამო ბათუმი”, თანაც კაცნაკლულმა – 1:0 დაამარცხა. გამარჯვების ერთადერთი გოლის გატანა ანატოლი მესიაჩენკომ მოახერხა. 1:0 იმარჯვა ბოლო ორი სეზონის ჩემპიონმა “დინამო […]
ეროვნული ლიგა: XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტური საკმაოდ უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა, რაც საწყისი შეხვედრიდანვე გამოჩნდა, რომელშიც “თელავმა” და “ლოკომოტივმა” კახეთის ცენტრში ფრე – 2:2 ითამაშეს. მეთერთმეტე სათამაშო კვირაში გუნდები კიდევ ერთ შემთხვევაში დაზავდნენ, როცა გორში, “დილამ” და “სამტრედიამ” შეხვედრა – 1:1 დაასრულეს. ზედიზედ მეორე მატჩში გამარჯვება მოახერხა “საბურთალომ“, რომელმაც საკუთარ კედლებში წყალტუბოს “სამგურალს” ორი უპასუხო გოლი […]
საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2021 წელს პირველი მატჩი ჩაატარა და გამარჯვებით დაასრულა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები ბელარუსი თანატოლები იყვნენ. ამ გუნდების დაპირისპირება გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა და მასში ქართველებმა – 4:1 იმარჯვა. შეხვედრაში, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სადებიუტო იყო რამაზ სვანაძისთვის, გოლები გიორგი გულიაშვილმა და შოთა შეყილაძემ გაიტანეს. ანგარიში მატჩის დასაწყისში […]
ეროვნული ლიგა: XVIII ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი დასრულდა. იქამდე, ვიდრე სრულიად სეზონს შევაჯამებდეთ, მოდით უშუალოდ მე-18 ტური განვიხილოთ, რომელშიც რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართა და მთავარი სატურნირო ინტრიგებიც სწორედ ბოლო სათამაშო კვირაში გაირკვა. ტურის ხუთივე შეხვედრა პარასკევს, 10 დეკემბერს გაიმართა. სათამაშო დღე “საბურთალოსა” და “სამტრედიას” დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც თბილისში შედგა და სადაც მასპინძლებმა – 2:1 იმარჯვეს. შედეგად, […]
ეროვნული ლიგა: XI ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ, 9 სექტემბერს “ლოკომოტივისა” და “ჩიხურას” მატჩით განახლდა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა მოსკოვის “დინამოსთან” გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ კარგი განწყობა შეიქმნეს და იმერლებს – 4:1 აჯობეს. ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში, ნეიტრალურ არენაზე გაიმართა და აქ ერთმანეთს ჩემპიონობის ორი მაძიებელი, ორი დინამო დაუპირისპირდა. გუნდში დაბრუნებული ჩისკოს ხელმძღვანელობით თბილისელებმა შეიძლება […]
ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შემდეგ, გათამაშებას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს, რომლის ცხრილის სათავეში ყოფნაც ცოტა არ იყოს მოულოდნელია. გიორგი ნემსაძის გუნდმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო, ბოლო მათგანში კი, მოედანზე 10 ფეხბურთელით მყოფმა, მოქმედ ჩემპიონ “დინამო თბილისს” “ბორის პაიჭაძეზე” აჯობა -1:2. გორის “დილას” ამ გამარჯვების შემდეგ, მეორე პოზიციაზე ვიცე-ჩემპიონი ამაღლდა. ბათუმის “დინამომ” “ტორპედოსთან” (2:0) მოგებით თავი […]
10-კაციანმა დილამ მოქმედ ჩემპიონს მოუგო – ნემსაძის გუნდმა მიჯრით მესამედ იმარჯვა და ლიდერობა გაიმყარა
საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მთავარი დაპირისპირება თბილისში დინამო არენაზე გაიმართა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გასამართ მატჩს 6 ტურის შემდეგ ცხრილში პირველადგილოსანი უნდა გამოევლინა. ლიდერობისთვის ბრძოლას “დინამო თბილისი” 8 ქულით და მეორე ადგილით, ხოლო გორის “დილა” შესაბამისად 11 ქულითა და პირველი პოზიციით შეხვდა. როგორც მასპინძლებს, ისე სტუმრებს, მატჩამდე კარგი სათამაშო ფორმა ჰქონდათ. თბილისელებმა კარანტინის შემდეგ […]
ეროვნული ლიგა: V ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში გულშემატკივარმა ორი უგოლო ფრე იხილა, “საბურთალოსა” და “თელავის” მატჩში კი მხოლოდ ერთი გოლი, ისიც პენალტით გავიდა. სამაგიეროდ, უხვგოლიანი შეხვედრები შედგა გორში და “მიხეილ მესხი 2-ზე”, შესაბამისად, “დილამ” “მერანთან” – 4:0 იმარჯვა, ხოლო “ლოკომოტივი” შინ, ბათუმის “დინამოსთან” 1:4 დამარცხდა. საერთო ჯამში, ელიგის მეხუთე ტურში 10 გოლი იხილა, საიდანაც Live.ge-ს ვერსიით სამ საუკეთესოს წარმოგიდგენთ. […]