ქართველთა “ანორთოსისი” კვიპროსის ჩემპიონატში ტიტულისთვის იბრძვის. საჩემპიონო ჯგუფის დაწყებამდე 1 ტურით ადრე კი, 5 ქართველი ფეხბურთელისა და სამწვრთნელო შტაბის გუნდმა ერთ-ერთ აუტსაიდერ “ეთნიკოსთან” გამანადგურებელი ანგარიშით – 0:5 წააგო. შეხვედრის შემდეგ, ფამაგუსტელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. “მეტოქეს ამ გამარჯვებას ვულოცავ, თამაშიდან გამოჩნდა, რომ მათ ეს შედეგი დაიმსახურეს. არადა, ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო. ჩვენ […]