ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტი ნიკი ლაუდას კარიერაში
ნიკი ლაუდა მე-20 საუკუნის ფორმულა 1-ის პროფესიონალური მრბოლელი გახლდათ, რომელმაც 1975, 1977 და 1984 წლებში საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. ლაუდა ფერარისა და მაკლარენის ბოლიდებით ასპარეზობდა. მისი ტრაგიკული ისტორია მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი. 1976 წელს ნიურბურგრინგში ასპარეზობის დროს ლაუდას საშინელი ავარია მოუვიდა, მისი ბოლიდი დაიწვა და სამწუხაროდ, თავად მრბოლელსაც სერიოზული ზიანი მიადგა – სხეულის უმძიმეს დამწვრობასთან ერთად მან […]
ლუის ჰემილტონმა გამარჯვება ნიკი ლაუდას ხსოვნას მიუძღვნა (ფოტოები)
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, ლუის ჰემილტონმა, მონაკოს ქუჩის ტრასაზე დაძაბულ რბოლაში გაიმარჯვა და სეზონში მეოთხე, კარიერაში კი 77-ე ეტაპი მოიგო. ჰემილტონის განცხადებით, მან გამარჯვება მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონს, ნიკი ლაუდას მიუძღვნა, რომელიც 1 კვირის წინ, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. “როდესაც ბოლიდს ვმართავდი, ვიფიქრე: “რას იზამდა ნიკი ლაუდა ჩემს ადგილას? ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ნიკი ჩემს გვერდით იმყოფებოდა. […]
ლეგენდარული ნიკი ლაუდა გარდაიცვალა
70 წლის ასაკში ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტი, ნიკი ლაუდა გარდაიცვალა.
ნიკი ლაუდა საავადმყოფოში გადაიყვანეს!
ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონი და ამ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, ნიკი ლაუდა ამ წუთებში ვენის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ლეგენდარულმა სპორტსმენმა 4 თვის წინ ფილტვი გადაინერგა და წყაროს ინფორმაციით საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი სწორედ ფილტვია. “ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, თუმცა უახლოეს საათებში ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით” – განაცხადა ლაუდას მკურნალმა ექიმმა. მან ფილტვი, აგვისტოში გადაინერგა და ექიმების განცხადებით, რომ […]