მიქელთაძის და ყიფიანის შემდეგ კორონავირუსი ზურიკო დავითაშვილსაც დაუდგინდა
კორონავირუსის პანდემია ვოლგოგრადის “როტორსაც” შეუტია. ბექა მიქელთაძის და ნიკოლაი ყიფიანის შემდეგ, COVID19-ით ინფიცირება ზურიკო დავითაშვილსაც დაუფიქსირდა. რუსული პრესის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იმ ათკაციან სიაშია, რომელსაც კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდა. როტორში, დავითაშვილთან, ყიფიანთან და მიქელთაძესთან ერთად, სოლომონ კვირკველია და “დინამო ბათუმის” ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონიცაა განათხოვრებული.
ქართველების გუნდი შესაძლოა რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჩაიბაროს
ყაზანის რუბინის მთავარ მწვრთნელად შესაძლოა გამოცდილი რუსი სპეციალისტი ლეონიდ სლუცკი დაინიშნოს. იმ გუნდიდან, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი ირიცხებიან, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დამწყები მწვრთნელი რომან შარონოვი გაათავისუფლეს. რაც შეეხება მოსკოვის “ცსკა-ს”, “როსტოვის”, “ჰალის” და რუსეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს, ის ერთი თვის წინ “ვიტესიდან” დაითხოვეს და თავისუფალია. Championat.com სლუცკის “რუბინის” ჩაბარების […]