ამ უიქენდზე ‘გლაზგოს’, ‘ტულონის’, ‘ლენსთერისა’ და ‘ლა როშელის’ სარაგბო კლუბების მაისურებში გამოწყობილმა გულშემატკივრებმა დუბლინი გადააჭრელეს. ოფიციალური მონაცემებით, 12 ქვეყნიდან ირლანდიაში რაგბის 50 ათასზე მეტი გულშემატკივარი ჩავიდა ჩელენჯ თასისა და ჩემპიონთა თასის ფინალებზე დასასწრებად. მათ შორის საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაციიდანაც იყვნენ, – ისინი ამ ტურნირების ორგანიზატორებმა, – ევროპის პროფესიული კლუბების რაგბიმ (EPCR) მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მიიწვია. […]
“ასეთ აღიარებას არ ველოდი და ძალიან ბედნიერი ვარ” – დავით ნინიაშვილი
ბორჯღალოსნებისა და ‘ლიონის’ ახალგაზრდა ვარსკვლავი, 20 წლის უკანახაზელი დავით ნინიაშვილი, პოპულარულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მ „ოსკარით“ დააჯილდოვა. გამოცემის მიერ ორგანიზებული წლის საუკეთესო მორაგბის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია 70-ედ გაიმართა. ამ პერიოდში ტიერ 2 სარაგბო ქვეყნის წარმომადგენელი „ოსკარის“ მფლობელი ერთადერთხელ გახდა და ის ქართველი ლეგენდა მამუკა გორგოძე (რომელიც ორი სხვადასხვა “ოსკარის” მფლობელია) იყო, ახლა კი ეს […]
გამგეობამ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცა
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, 29 მარტს გამართულ სხდომაზე რაგბის კავშირის სამი ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. ფინანსურ და მარკეტინგულ მიმართულებებს ნიკოლოზ ალავიძე უხელმძღვანელებს. ის 1977 წლის 28 ნოემბერს დაიბადა. 1994-2000 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში. მოგვიანებით, 2012-2015 წლებში, გრენობლში (საფრანგეთი) მიიღო ინოვაციების […]