ბასილა იწყებს!
მსოფლიო რეიტინგის 21-ე და საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს კატარის დედაქალაქ დოჰაში ახალი საჩოგბურთო სეზონის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ქართველის მეტოქე საკმაოდ გამოცდილი ესპანელი, მსოფლიო რეიტინგის 65-ე ჩოგანი – ალბერტ რამოს-ვინოლასი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზეა ჩანიშნული, თუმცა შესაძლებელია დროის ცვლილებაც.
ბასილაშვილი მადრიდის მასტერსს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა!
მადრიდის მასტერზე ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ძირითადი ბადიდან ჩაერთო, მისი პირველი მეტოქე ამერიკელი ფრენსის ტიაფო გახლდათ. პირველ სეტში საკმაოდ ცუდი სტარტის შემდეგ ბასილაშვილმა მოახერხა წონასწორობის აღდგენა და საბოლოოდ სეტი ტაი-ბრეიკის წყალობით მოიგო. მეორე სეტში ბასილაშვილი ბრეიკით იგებდა, თუმცა ანგარიშით 3:1-ზე ტიაფომ ქართველს ზედიზედ 5 გეიმი მოუგო და სეტი საკუთარ აქტივში მიითვალა. მესამე სეტში ფრენსის ტიაფო […]
ბასილაშვილი ჰამბურგის ტიტულის დაცვას ბრწყინვალედ განაგრძობს!
ახალი კვირიდან გერმანიაში სტარტი აიღო ჰამბურგის 500-ქულიანმა ტურნირმა, სადაც მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილია. ნიკას ჰამბურგის ასპარეზზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს – მან უნდა დაიცვას გასულ წელს მოპოვებული 500 ქულა. პირველი ორი რაუნდის საკმაოდ დამაჯერებლად და წარმატებულად დაძლევის შემდეგ, 1/4-ფინალურ ეტაპზე ნიკას მეტოქე ჟერემი ჩარდი გახლდათ, რომელსაც ასევე საკმაოდ მარტივად 2-სეტში გაუმკლავდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია […]
ბასილაშვილმა მეცის ტურნირი მოგებით დაიწყო
16 სექტემბერს საფრანგეთში სტარტი აიღო მეცის ტურნირმა, რომელიც ATP-ის 250-იანთა თანრიგიდანაა ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც პირველ ეტაპზე თავისუფალი იყო, 1/8-ფინალურ ეტაპზე იანიკ მადენს (129) დაუპირისპირდა. საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელი ორ სეტში დაამარცხა – 2:6; 6:7 და მეოთხედფინალში გავიდა. ბასილაშვილისა და მადენის დაპირისპირება საათსა და 34 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა მეტოქე 6-ჯერ დააბრეიკა. სასიხარულოა, რომ ქართველი ჩოგბურთელი დღეს […]
როტერდამის ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილს ძლიერი მეტოქე შეხვდა
10 თებერვლიდან სტარტს აიღებს ATP-ის 500-იანთა თანრიგის ტურნირი როტერდამში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველი ჩოგბურთელის ბადე ნიდერლანდებში უკვე ცნობილია. მსოფლიოს 27-ე ჩოგანს პირველ წრეში ძლიერი მეტოქე შეხვდა. ნიკოლოზი რუს, ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდება, რომელიც ამჟამად, მე-15 პოზიციაზეა. რუბლევსა და ბასილაშვილს ერთმანეთთან 3-ჯერ უთამაშიათ. ნიკოლოზმა ჯერ დოჰაში დაამარცხა ანდრეი, შემდეგ კი – ჰამბურგის ტურნირის ფინალში აჯობა. […]
ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ზედიზედ მესამედ მოგებას შეეცდება
მსოფლიო რეიტინგის 32-ე და საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ახალი კვირიდან ჰამბურგის 2020 წლის ასპარეზზე ერთვება. ქართველი ჩოგბურთელი აღნიშნულ ტურნირზე ფენომენალურად ასპარეზობს – მან 2018 წლისა და 2019 წლის ასპარეზი ჩემპიონის რანგში დაასრულა, რაც 21-ე საუკუნეში მხოლოდ მან და როჯერ ფედერერმა მოახერხეს. რაც შეეხება წლევანდელ გერმანულ ასპარეზს, ჰამბურგის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილს სატურნირო ბადის მხრივ ნამდვილად […]
ბასილაშვილის პოტენციური მეტოქე ფინალში ცნობილია
დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში რობერტო ბაუტისტა-აგუტმა (13) ანდრეი რუბლიოვი (8) 2 სეტში დაამარცხა – 6:3; 6:3. როგორც მოგეხსენებათ, მეორე ნახევარფინალურ წყვილში ნიკოლოზ ბასილაშვილი ტეილორ ფრიცს (23) დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში, თუ დღეს ქართველი ჩოგბურთელი 23 წლის ამერიკელის ბარიერს დაძლევს, ფინალში სწორედ ესპანელ – ბაუტისტა-აგუტს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიკოლოზმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – […]
როგორ აღნიშნა პერმა ბასილაშვილის დამარცხება (ვიდეო)
ევროპის ღია პირველობა ჰამბურგში – ბასილაშვილი ტურნირში მე-2 რაუნდიდან ჩაერთვება
12 ივლისს ჰამბურგში ATP-ის 500-იანი სერიის ტურნირი – ევროპის ღია პირველობა დაიწყება. მსოფლიოს 29-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ჰამბურგის ღია პირველობის 2-გზის გამარჯვებულია, ტურნირში მეორე რაუნდიდან ჩაერთვება. ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ორშაბათს, 12 ივლისს, ალიაჟ ბედენესა და კორანტენ მუტეს დაპირისპირებაში გაირკვევა. ნიკოლოზი ტურნირში მე-3 ნომრადაა განთესილი და მასზე წინ მხოლოდ სტეფანოს ციციპასი და პაბლო კარენო […]
მარტივი გამარჯვება – ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეორე წრეშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქალაქ მეცში 250-იანი ტურნირი კარგად დაიწყო – მან ჯანლუკა მაგერი (75) 2 სეტში – 6:3; 7;6 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. Moselle Open-ის საწყის შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა 11 ეისის შესრულება მოახერხა. ნიკოლოზმა 26 წლის იტალიელი 4-ჯერ დააბრეიკა, თავისი ჩაწოდება კი ერთხელაც არ დაუთმია. ბასილაშვილი, რომელიც მეცში მე-8 ნომრად არის განთესილი, მერვედფინალში ალეხანდრო დავიდოვიჩ […]
გამარჯვება 3 სეტში – ბასილაშვილმა კარენო-ბუსტა დაამარცხა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის 500-იანი ტურნირის პირველ წრეში პაბლო კარენო-ბუსტა (18) დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან უელსში ჩატარებული ბრწყინვალე მასტერსის შემდეგ დღეს პირველი შეხვედრა ჩაატარა. ნიკოლოზმა ესპანელი მეტოქე 3-სეტიან ურთულეს ბრძოლაში – 7:5; 4:6; 6:3 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. დაპირისპირება ბასილაშვილსა და კარენო-ბუსტას შორის 2 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში 29 წლის ქართველმა […]