ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი !!
ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილის სახლის ეზოდან ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ სპორტსმენის ყოფილი ცოლი არათუ გარბის, არამედ, ტერიტორიას ბავშვთან ერთად მშვიდად ტოვებს. როგორც ირმა ჭკადუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ასევე დაკითხულია არაერთი მოწმე, რომლებიც იგივეს ადასტურებს. „კამერების ჩანაწერი ამოღებულია, საიდანაც ცალსახად დასტურდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს და მისი ოჯახის წევრებს დოროყაშვილზე არ უძალადიათ. ეს […]
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ მომხდარზე პირველი კომენტარი გააკეთა
საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ჩოგბუთელის ყოფილი მეუღლე – ნეკა დოროკაშვილი, მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს რუსთავი 2-ის ეთერში აკეთებს. “ქონებრივი დავა ამ ინციდენტთან არანაირ კავშირში არ ყოფილა, ქონებრივი დავის საკითხი დიდი ხნის წინ მოვაგვარეთ. ბავშვს მივაკითხე წამოსაყვანად და აქ მოხდა ეს ამბავი. მიზეზი ჩემთვისაც ამ წუთამდე გაურკვეველია, უბრალოდ მივაკითხე ჩემს შვილს წამოსაყვანად და არასრულწლოვანის (შვილის) თანდასწრებით ფიზიკურად […]
რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა მასტერსის ფინალში გასვლით
საჩოგბურთო სამყაროში 2021 წლის ბოლოს წინა მასტერსის ტიპის (1000-ქულიანი) ტურნირი, ინდიან უელსი, იმართება. Play theOnline Slots Casino games for everyone. https://clickmiamibeach.com/ ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც. ნიკა ტურნირზე 29-ე ნომრადაა განთესილი, რის გამოც ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ჩოგბურთელი, კრისტოპერ იუბანკსი გახლდათ, რომელიც დამაჯერებლად დაამარცხა. იუბანკსის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა […]
რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მოგებით
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას 250-იანი ტურნირის ფინალში რობერტო ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა და კარიერაში მეოთხე ტიტულს დაეუფლა. დაპირისპირების პირველი სეტი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა - ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებაზე გეიმების მოგებას ახერხებდა. საბოლოოდ, საქმე ტაიბრეიკზე მივიდა, სადაც ქართველმა 7:5 მოიგო. მეორე სეტში ბასილაშვილმა 32 წლის ესპანელთან დიდი უპირატესობა მოიპოვა. მსოფლიოს მე-13 ჩოგანთან ნიკოლოზმა 2 ბრეიკი შეასრულა და მატჩში დამაჯერებლად […]
რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ფედერერთან გამარჯვების შემდეგ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართული ჩოგბურთის ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა – ქართველმა ჩოგბურთელმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა. დრამატული შეხვედრა 3-სეტიანი გამოდგა, სადაც პირველი წაგებული სეტის შემდეგ ნიკოლოზმა მოახერხა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი დაამარცხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3:6; 6:1; 7:5 დაფიქსირდა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერთან ურთიერთშეხვედრებში წონასწორობა აღადგინა, 2 გამართული მატჩიდან ჩოგბურთელებს ერთმანეთის პირისპირ თითო-თითო გამარჯვება […]
ბასილაშვილის ღირსეული საქციელი | Fair Play ნიკასგან | VIDEO
ადვოკატი: “დოროყაშვილი ნიკოლოზს თამაშების წინ სკანდალს უწყობდა”
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სატელევიზიო საუბარში საზოგადოებას ახალი დეტალები გააცნო. მისი თქმით, ქართველი ჩოგბურთელი მუდმივ ფსიქოლოგიურ წნეხში იმყოფებოდა. გარდა ამისა, აშშ-ის ღია პირველობის თამაშზე ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი კონსპირაციულად შევიდა. “წყვილი 2018 წლის შემდეგ ერთად აღარ ცხოვრობს, ხოლო ამა წლის აგვისტოდან ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ. განწორწინების ინიციატორი იყო ნიკოლოზი. 2019 წელს ბასილაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა, […]
ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა BMW Open-ის მოგებით
მიუნხენის ATP-ი ტურის 250-იანი სერიის ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 44-ე ჩოგანი – იან-ლენარდ შტრუფი 2 სეტში, ანგარიშით 6:4, 7:6 დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა BMW Open-ის მოგებით 250 სარეიტინგო ქულა და 21 665 ევრო გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ჩატარებულ ტურნირთან შედარებით, წელს ჩატარებული ტურნირის საპრიზო თანხა 76%-ით იყო შემცირებული (2019 წელს გამარჯვებულმა, კრისტიან გარინმა 90 […]
რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა US Open-ის მესამე წრეში გასვლით | მომდევნო მეტოქე ოპელკაა
ახალი კვირიდან ჩოგბურთის მოყვარულებს 2021 წლის რიგით უკანასკნელი დიდი სლემის ტურნირის, ამერიკის ღია პირველობისათვის თვალყურის მიდევნების საშუალება ექნებათ. ტურნირზე ფედერერის, ნადალისა და გასული წლის ჩემპიონის, დომინიკ ტიმის გარდა, ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას. ამერიკულ ტურნეში საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც ასპარეზობს, რომელმაც პირველი წრის შეხვედრაში სებასტიან კორდას წინააღმდეგ 1-სეტზე ოდნავ მეტის ჩატარება მოასწრო, ვინაიდან წაგებული […]
ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს
ქართველ ჩოგბუთელს, 28 წლის – ნიკოლოზ ბასილაშვილს ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა, ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულას”, სპორტსმენის ყოფილი მეუღლის ადვოკატმა, ანა თავხელიძემ განუცხადა. “საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა PHR-ის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა. გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული […]
რა ოდენობის თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე
კატარის დედაქალაქ დოჰაში 250-ქულიანი საჩოგბურთო ტურნირი იმართება. 2021 წელს, დოჰას ტურნირის ტრიუმფატორი, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა, რომელმაც ტურნირის მიმდინარეობისას როჯერ ფედერერიც დაამარცხა. 2022 წლის კატარულ ტურნირზე ნიკამ სამი მეტოქე – იმერი, ფუქსოვიჩი და რინდერკნეში დაამარცხა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. საყურადღებოა, რომ მსგავსად 2021 წლის დოჰას ტურნირის, ფინალურ ეტაპზე ნიკოლოზის მეტოქე, წლევანდელ ტურნირზეც […]
ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 21 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, […]