ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის ოქროს მედლის მფლობელია
ეტლით ფარიკაობაში საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ნახევარფინალში ჩინელი მოწინააღმდეგე 15:2 დაამარცხა. ხეცურიანმა ფინალურ ასპარეზობაში ტაილანდელ საისუნ იანას მოუგო (15:12) და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად ბრძოლას ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც განაგრძობენ. წყარო: Georgian Paralympic Committee
ნინა თიბილაშვილი: “ახლაც ემოციებში ვარ და მინდა ყველაფერი გაგიზიაროთ…”
პარალიმპიადაზე ხმლით ფარიკაობაში, საქართველოსთვის ვერცხლის მედალი მოიპოვა ნინა თიბილაშვილმა (A-კატეგორია). ეს საქართველოს პარალიმპიური ნაკრების ისტორიაში მეორე მედალია, პირველი მედალი 2016 წელს რიოში, ქართველმა ძიუდოისტმა – ზვიად გოგოჭურმა მოიპოვა (ოქრო). ნინა თიბილაშვილმა სოციალურ ქსელში ქართველ ხალხსა და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.
პარალიმპიადა 2020 | თიბილაშვილისა და ხეცურიანის წარმატებული ასპარეზობა
ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტო – 5 სექტემბერის ჩათვლით გაიმართება. პარალიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაცია 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. სპორტსმენები საქართველოსთვის მედლის მოპოვებას სპორტის 6 სახეობაში შეეცდებიან. – ეტლით ფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი, პარაცურვა, პარასროლა და პარამძლეოსნობა. ხმლით ფარიკაობაში საქართველოსთვის მედლების მოპოვებას ირმა ხეცურიანი (B კატეგორია) და ნინა თიბილაშვილი (A-კატეგორია) შეეცდებიან. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანმა პარალიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო და […]
ნინა თიბილაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!
არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 23 წლამდე ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა.