ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მე-3 ევროპულ თამაშებზე ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა – ნინო სალუქვაძემ, 25 მეტრზე ტყვიის სროლაში საუკეთესო ოთხეულში შესვლა მოახერხა, რის შედეგადაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიდის ლიცენზია გაინაღდა. სახელოვანი ქართველი სპორტსმენი ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ სალუქვაძე სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელია — ქართველმა ტყვიის მსროლელმა ოქროსა და ვერცხლის მედლები 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობისას, ხოლო ბრინჯაოს მედალი 2008 წელს მოიპოვა. 2016 წელს […]
ნინო სალუქვაძე მერვე ადგილზეა – მედლისთვის ბრძოლას ხვალ განაგრძობს
ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ტოკიოში სპორტული პისტოლეტიდან სროლაშიც ჩაება, და წარმატებითაც. დღეს გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნახევარი – 3 სერია, სალუქვაძე კი 291 ქულით მერვე ადგილზეა. მან დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო კიდევ 5 მსროლელს, რომლებსაც ასეთივე შედეგი აქვთ. სალუქვაძემ პირველი სერია 94 ქულით დაამთავრა, თუმცა შემდეგ გაცილებით უკეთესად ისროლა: 98 და 99 […]
ნინო სალუქვაძის უნიკალურ მიღწევას პაუ გასოლი გამოეხმაურა
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრი, პაუ გასოლი, ნინო სალუქვაძის უნიკალურ მიღწევას გამოეხმაურა – 53 წლის მსროლელი გახდა პირველი ქალი სპორტსმენი ისტორიაში, რომელმაც 9 ოლიმპიადაზე იასპარეზა: ,,ქართველი ნინო სალუქვაძე გახდა პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც მე-9 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა. ის 53 წლისაა და სეულის 1988 წლის ოლიმპიადის შემდეგ, ყველა ტურნირზე იასპარეზა. სპორტის ლეგენდა!” – დაწერა ესპანელმა სოციალურ ქსელში. […]
ტოკიო 2020 – ნინო სალუქვაძე ფინალში ვერ მოხვდა
ტოკიოს ოლიმპიადის მე-2 დღეს ასპარეზობა ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა, ნინო სალუქვაძემ დაიწყო. თავისთვის მე-9 ოლიმპიური თამაშები ქართველისთვის წარუმატებელი გამოდგა. ნინომ 10-მეტრიანი პისტოლეტიდან სროლაში, საკვალიფიკაციო ეტაპზე 53 მონაწილიდან 31-ე ადგილი დაიკავა და ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. სალუქვაძესთვის ტოკიო 2020 არ დასრულებულა. ის საქართველოსთვის მედლების მოპოვებას 25-მეტრიანი პისტოლეტიდან სროლაშიც შეეცდება.
CNN – ნინო სალუქვაძე ოლიმპიადის ისტორიას ქმნის
ხვალ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ჩაერთვება მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძე, რომელიც მონაწილეობას ზედიზედ მე-9 ოლიმპიადაზე მიიღებს. 52 წლის სპორტსმენს CNN-მა დიდი ყურადღება დაუთმო და სტატიაც მიუძღვნა: ,,ქართველი მიზანში მსროლელისთვის, ნინო სალუქვაძისთვის, დღეს ნაცნობი გრძნობაა. 52 წლის სპორტსმენი მონაწილეობას მე-9 ოლიმპიადაზე მიიღებს, რაც ქალებს შორის იტორიაში საუკეთესო შედეგია. სალუქვაძის ოლიმპიური დებიუტი 1988 წელს, სეულში, საბჭოთა კავშირის სახელით […]
ტოკიოს ოლიმპიადა | ქართველი სპორტსმენების განრიგი 25 ივლისს
ტოკიოს ოლიმპიადაზე, პირველი საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის დასრულდებულია. საქართველოს ნაკრების სახელით 5 სპორტსმენი ასპარეზობდა: ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო); ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი); სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა); ესკერხან მადიევი (კრივი) და ირაკლი რევიშვილი (ცურვა). ლუხუმ ჩხვიმიანი, ირაკლი რევიშვილი და სანდრო ბაზაძესთვის ოლიმპიადა უმედლოდ დასრულდა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელი მეტოქე – კარბალეს ბაენა 2 სეტში 6:3; 6:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე, […]
ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე – საქართველოს ოლიმპიური მედროშეები ტოკიოს ოლიმპიადაზე
ტოკიოს ოლიმპიადაზე, რომელიც სტარტს 23 ივლისს აიღებს, საქართველოს ნაკრების მედროშეები: ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ნინო სალუქვაძე (მიზანში მსროლელი) იქნებიან. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა – ლერი ხაბელოვმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, გადაცემა “ტაიმ-აუტში” განაცხადა. 52 წლის ნინო სალუქვაძე მიზანში მსროლელია, მისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მე-9 ოლიმპიადა იქნება. მას ოლიმპიადაზე 3 მედალი აქვს მოპოვებული. […]
ლაშა ტალახაძე 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენია
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2019 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მიხედვით სეოკ-ის მიერ განსაზღვრულ ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების წინასაახალწლო ცერემონია გამართა. 2019 წლის აღმოჩენა – ოლიმპიური იმედი ქალთა შორის, ახალგაზრდა ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა. მამაკაცთა შორის იმავე ჯილდოს ლუკა მაისურაძე დაეუფლა. 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად (23 წლამდე) სპორტის სათამაშო სახეობებში – კალათბურთელი გოგა ბითაძე ცნეს. სპორტის […]
საქართველოს ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე გამოსვლა 30 მედლით დაასრულა
ბერძნულ – რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ბოლო სპორტსმენი იყო ვინც საქართველოს სახელით მინსკის რიგით მეორე ევროპულ თამაშებზე იასპარეზა. 130 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში იაკობი ბელარუს მეტოქესთან 1:5 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა კი საბოლოო ჯამში 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ყველაზე წარმატებული სამბისტების გამოსვლა აღმოჩნდა 4 ოქროს მედალი […]
ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ
მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ. შერეულ წყვილებში, 50-მეტრიანი დისტანციიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში ნინო სალუქვაძემ და ცოტნე მაჭავარიანმა 87.7 ქულის დაგროვება შეძლეს.
ნინო სალუქვაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა
ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.