საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ფრანგულ “მეცში” დაბრუნდა. სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, მიქაუტაძე ფრანგული ლიგა 1-დან ლიგა 2-ში დაქვეითებულ გუნდში ივარჯიშებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სად ითამაშებს ქართველი ფეხბურთელი 2022/23 წლების სეზონში. ბელგიური და ფრანგული მედიის ინფორმაციით, 21 წლის თავდამსხმელმა “სერენი” დატოვა და “მეცში” დაბრუნდა, გუნდში, რომელთანაც მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, თუმცა დიდია იმის ალბათობა, […]