გერმანული მედია სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. მიუნხენის “ბაიერნი” ტერ შტეგენის შეძენით დაინტერესდა. გერმანელი კიპერი 2014 წლის ზაფხულში კატალონიის “ბარსელონამ”, “მიუნხენგლადბახიდან” შეიძინა. პირველ სეზონში მარკი, კლაუდიო ბრავოსთან სათამაშო წუთებს იყოფდა, თუმცა ერთი სეზონის შემდეგ შტეგენი კატალონიელთა პირველი მეკარე გახდა და საოცარი პროგრესი აჩვენა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ბლაუგრანას” კარის დარაჯი, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. სოციალურ ქსელში ხშირად […]